კატეგორიის გარეშე

,,გთხოვთ, ივანიშვილს ჩამოართვათ საფრანგეთის მოქალაქეობა და დაუწესოთ სანქციები”

შალვა ნათელაშვილის წერილი საფრანგეთის უმაღლეს ხელმძღვანელობას

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა საფრანგეთის უმაღლეს ხელმძღვანელობას გაუგზავნა წერილი. როგორც თავად აცხადებს, წერილის მიზანი საფრანგეთის  მოქალაქის, რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის დროული დასანქცირებაა.
,,საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს,მის აღმატებულებას ემანუელ მაკრონს 2–საფრანგეთის ეროვნული კრებისა და სენატის ყველა წევრს 3–საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს.
 ძვირფასო მეგობრებო, საუკუნოებია ქართველი ხალხის ყველა თაობა ფრანგი ხალხისა და ფრანგული ცივილიზაციისადმი განმსჭვავულია უდიდესი თაყვანისცემის გრძნობით. სამწუხაროდ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დღეს საქართველოს დიქტატორად მოევლინებოდა საფრანგეთის მოქალაქე, რუსი მილიარდერ–ოლიგარქი პუტინის გარემოცვიდან ბიძინა ივანიშვილი,რომელმაც შეისყიდა ქართული სახელმწიფო რუსული მილიარდებით, ყველა შტო სამთავრობო,საკანონმდებლო, სასამართლო ამ დიქტატორის პირადი საკუთრებაა,ბიზნესი მისი მონოპოლიაა, დაპატიმრებული,დათრგუნული და რეპრესისერულია ოპოზიცია, გაყალბებული და ნაყიდია ყველა არჩევნები, რაც ბოლო ათ წელში ჩატარდა. ამჟამად საქართველოს მთავრობა გადაქცეულია პუტინის მოკავშირედ უკრაინის წინააღმდეგ ომში, ქვეყანა არ შეუერთდა არც-ერთ სანქციას, პირიქით, ფართოდ გაეხსნა გზა რუსულ ტვირთებს, მათ შორის სტრატეგიულს, ივანიშვილის განკარგულებით, მასობრივად თეთრდება რუსი ოლიგარქების შავი ფული საქართველოს გავლით. ყოველივე ამის შემდეგ ჩვენ სამწუხაროდ ვხედავთ, რომ საფრანგეთის მთელი რიგი გავლენიანი პოლიტიკური და საქმიანი წრეები ლობირებენ დიქტატორ ივანიშვილს საქართველოს საზიანოდ, რათა დაუძვრეს ის პასუხისმგებლობას.ამისთვის საპატიო ლეგიონერის წოდებაც კი მიანიჭეს( თუ არ ვცდები ეს წოდება ასევე მინიჭებული ქონდა ცენტრალური აფრიკის დიქტატორ ბოკასას რომელიც შემდეგ კაციჭამიაც აღმოჩნდა) .ივანიშვილს ასევე საფრანგეთმა აპატია “ანგოლაგეიტი”, როდესაც მან ერთი მილიარდის რუსული იარაღი შეიტანა ანგოლაში და იმსხვერპლა 1 მილიონი ადამიანი. დიქტატორს პარიზმა აპატია ისიც,რომ საფრანგეთის მოქალაქეობა მან მიიღო ყალბი ქორწინების მოწმობით 90–იან წლებში. უფრო მეტიც, მხარდაჭერა იქამდე მივიდა,რომ პრეზიდენტ პუტინის ცნობილმა ლობისტმა საფრანგეთში, ეროვნული აკადემიის მდივანმა, ჰელენ დანკოსმა პუტინთან შუამავლობით, საქართველოს პრეზიდენტად გაყალბებული არჩვენებით, რუს ოლიგარქს დაასმევინა თავისი— და საფრანგეთის მოქალაქე,ფრანგი დიპლომატი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მონურად ემორჩილება დღემდე რუს დიქტატორს. ეს პოლიტიკური ტრაგედია იქამდე მივიდა, რომ პირველად, ჰიტლერის შემდეგ ევროპაში აიკრძალა პოლიტიკური პარტია ლეიბორისტული პარტიის სახით, რადგან ჩვენ ვაპროტესტებდით საპარლამენტო ბოიკოტის ფორმით პუტინის სცენარით ჩატარებულ არჩევნებს.ამის გამო საფრანგეთის მოქალაქე რუსი დიქტატორის ბრძანებით და საფრანგეთის მოქალაქე პრეზიდენტის ხელმოწერით პარტიას წაართვეს საარჩევნო კომისიებში კუთვნილი ყველა წევრი, წარმომადგენლები რეკლამისა და ყველა სხვა უფლება რაც როგორც საპარლამენტო ბარიერგადალახულ ყველა პარტიას ეკუთვნის. საქართველოში, ბოლო რამდენიმე ხნის წინ, მეც გამრიცხეს პარლამენტიდან, კანონიერი მშვიდობიანი ბოიკოტის გამო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უმორჩილესად გთხოვთ, სასწრაფოდ დაუწესოთ სანქციები რუს ოლიგარქ დიქტატორ ივანიშვილს, როგორც ეს მოხდა ყველა სხვა რუს ოლიგარქზე, მისცეთ პასუხისგებაში “ანგოლაგეიტისათვის” და ჩამოართვათ საფრანგეთის მოქალაქეობა. უდიდესი პატივისცემით შალვა ნათელაშვილი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close