სხვა

გელა დაიაურის დიდი ტკივილი

„ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი მიდ­გას გვერ­დზე, არ მინ­დო­და, და­მემ­ძი­მე­ბი­ნა ჩემი ტკი­ვი­ლით... ალ­ბათ გა­რეგ­ნუ­ლად ვჩან­ვარ ძლიერი, თო­რემ ში­ნა­გა­ნად დან­გრე­უ­ლი ვარ ძა­ლი­ან“

„სა­ზო­გა­დო­ე­ბა მიც­ნობს, რო­გორც პო­ეტს, მომ­ღე­რალს, კომ­პო­ზი­ტორს, სულ ეს არის. ხევ­სუ­რეთ­ში, სო­ფელ მუ­ცო­ში და­ვი­ბა­დე, ბა­რი­სა­ხოს სკო­ლა-ინ­ტერ­ნა­ტი და­ვამ­თავ­რე. მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახ­ში და­ვი­ბა­დე, 11 დედ­მა­მიშ­ვი­ლი ვი­ყა­ვით, ახლა 9 დავ­რჩით. ლექ­სე­ბის წერა ბავ­შვო­ბი­დან და­ვი­წყე, ჩემს ლექ­სებ­ზე არის რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რა, გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს “ნა­ბი­ჯებს” – ეს იყო პირ­ვე­ლი სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც გა­ვა­კე­თე“, – ამბობს გელა დაიაური, რომელიც ტრაგიკულად დაღუპული მეუღლისა და შვილების უდიდეს დარდს გულით დაატარებს.

„თეოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ აღარ და­მი­წე­რია, მის შემ­დეგ ცოტა რთუ­ლია სიმ­ღე­რის და­წე­რა, იმ­დე­ნად დიდი იყო. არ მიყ­ვარს ტკი­ვილ­ზე ლა­პა­რა­კი, მირ­ჩევ­ნია, ჩემ­თვის ვა­ტა­რო.
ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ვწერ­დი ლექ­სებს, ოჯახს მი­ვუ­ძღვე­ნი, წიგ­ნად გა­მო­ვე­ცი.
მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ვარ, ალ­ბათ გა­რეგ­ნუ­ლად ვჩან­ვარ, თო­რემ ში­ნა­გა­ნად დან­გრე­უ­ლი ვარ ძა­ლი­ან.
სა­დაც მე გა­ვი­ზარ­დე, მთა­ში, ზედ­მე­ტად არ უყ­ვართ ემო­ცი­ის გა­მო­ხატ­ვა. რაც უფრო მტკი­ცედ შეხ­ვდე­ბო­დი ვინ­მეს და­კარ­გვას, უფრო ძლი­ე­რი იყა­ვი და უფრო მეტი სა­ხე­ლი გქონ­და. თუ შენ ზედ­მე­ტად იგ­ლო­ვებ, არც შენს თავს სცემ პა­ტივს და არც იმათ, ვინც და­კარ­გე. ყვე­ლა იმქვეყ­ნად წა­ვალთ, ეს არის დრო­ე­ბი­თი გან­შო­რე­ბა… რად­გან უფალ­მა დაგ­ტო­ვა ცო­ცხა­ლი, უნდა გა­აგ­რძე­ლო ცხოვ­რე­ბა, სი­კე­თის კე­თე­ბა­ში, მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში და არა გლო­ვა­ში…
.
ქარ­თლელ გო­გო­ნა­ზე და­ვო­ჯახ­დი, ეკა მა­ჩხაშ­ვილ­ზე. ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, ბევრ რა­მე­ზე ფიქ­რობ, არ უნდა მო­ა­ტყუო ადა­მი­ა­ნი, ჯერ სა­კუ­თარ თავს უნდა და­ა­ჯე­რო, რომ წრფე­ლი იყო. ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი მიდ­გას გვერ­დზე, არ მინ­დო­და, და­მემ­ძი­მე­ბი­ნა ჩემი ტკი­ვი­ლით, გან­ცდე­ბით ის ადა­მი­ა­ნი, ვის გვერ­დი­თაც ვიქ­ნე­ბო­დი.
ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი მიდ­გას გვერ­დზე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, თავს კარ­გად ვგრძნობ და მსუ­ბუ­ქი გახ­და ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­ვი­გეთ და გა­ვი­ა­რეთ. კი­დევ ერთხელ ვი­პო­ვე მშვი­დი ნავ­სა­ყუ­დე­ლი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. სიყ­ვა­რუ­ლი ეს ის გრძნო­ბაა, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს ცხოვ­რე­ბის მი­ზანს გაძ­ლევს და გაძ­ლი­ე­რებს ში­ნა­გა­ნად. თვი­თონ ღმერ­თია სიყ­ვა­რუ­ლი…” – ამ­ბობს „პოსტ ალი­ონ­თან” გელა დაიაური.
წყვილს 2023 წელს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ვაჩე დაარქვეს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close