სიღნაღის ამბები

სიყვარულის ქალაქში თეატრალური ფესტივალი ტარდება

,,დაფუძნებული ტრადიცია გაგრძელდება"

სიღნაღში, 4 ივნისს თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა.  თეატრალური ფესტივალის ტრადიცია სიყვარულის ქალაქში გასული წლიდან დამკვიდრდა. სახალხო და სამოყვარულო დასები სპექტაკლებს სრული ანშლაგით მართავენ. ფესტივალი კულტურის სამინისტროს ეგიდით მიმდინარეობს. მაყურებელმა სცენაზე უკვე იხილა მოხეტიალე მთვარის თეატრის მიერ წარმოდგენილი ,,ფიროსმანი“, უნივერსიტეტი სეუ-ს თეატრალური დასის სპექტაკლი – ,,დაარქვი რაც გინდა და რეპეტიციის შემდეგ“, მელიკ სეილანი და მისი გუნდის (თურქეთი) ,,მეთორმეტე სახლი“, თეატრალური კომპანია ,,ლაბორატორიის (გურჯაანი) – ,,ორკესტრი, პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის თეატრი (გურჯაანი) – ,,ფუტურო ადამიანები“, ანსამბლი ,,ავარიული გასასვლელი“ საშემსრულებო ხელოვნებისთვის- ,,რომ შევქმნათ რაიმე დიადი“, ,,არტ-დრონის“- გაფრენა“.

ფესტივალი 11 ივნისამდე გაგრძელდება და თეატრალური დასების დაჯილდოვებით დასრულდება.

 ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი საბა ასლამაზიშვილი:

_ საუბარს სასიხარულო ამბით დავიწყებ, წელს, თეატრალურმა ფესტივალმა  საერთაშორისო სტატუსი შეიძინა. წარმატებას გუნდური შრომით მივაღწიეთ. საკონკურსო პროგრამაში ქართულ დასებთან ერთად , ამჯერად უცხოური დასებიც მონაწილეობენ. სტუმრად გვყავს თურქეთის, პოლონეთის, ესპანეთისა და ემირატების თეატრალური დასები. გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს, სიღნაღის მერს, მალხაზ ბეგიაშვილს და მთელ სიღნაღის მუნიციპალიტეტს. წელს ფესტივალი მთელ კახეთს მოიცავს და სპექტაქლები ჩატარდება ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც.

შეიქმნა ფესტივალის საიტი, სადაც გასული წლის ინფორმაციებთან ერთად, ახალი ინფორმაციებიც განთავსდება. ფესტივალის საპრიზო ფონდიც გაიზარდა. პირველ სამ ადგილზე გასული საკონკურსო დასები, გასულ წელთან შედარებით, გაორმაგებულ პრიზებს მიიღებენ. წინა წელს გამარჯვებულმა დასებმა მოგებული თანხებით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება შეძლეს. ამ მხრივაც კიდევ უფრო საინტერესო გახდა ფესტივალი.

მალხაზ ბეგიაშვილი, სიღნაღის მერი:

_ სიღნაღი დიდი კულტურის მქონე ისტორიული ქალაქია. კულტურის ბევრი საპატიო წარმომადგენელი გაიზარდა ჩვენს მუნიციპალიტეტში. სურვილი მქონდა,  ეს მდიდარი ტრადიცია გაგვეცოცხლებინა. ჩვენი მცდელობა და სურვილი სწორად გაითვალისწინა ბევრმა ადამიანმა, მათ შორის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ქალბატონ თეა წულიკიანმა, რომლის პირადი გადაწყვეტილებითაც დაფუძნდა სიღნაღის თეატრალური ფესტივალი.

გასულ წელს პირველი ფესტივალი ჩავატარეთ. მოულოდნელი სიხარულია, წელს, ამ ფესტივალმა საერთაშორისო სტატუსი რომ შეიძინა. სიღნაღში ჩამოვიდნენ თეატრალური დასები უცხოეთის რამდენიმე ქვეყნიდან. დარწმუნებული ვარ, ისინი სასიამოვნო განწყობით დატოვებენ ჩვენს მუნიციპალიტეტს.

ფესტივალის საერთაშორისო სტატუსი სწორი და ნაყოფიერი შრომის გამოძახილია. სხვადასხვა ქვეყნის კულტურათა შორის დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის. ის საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ერთმანეთს, წარვუდგინოთ და გავაცნოთ ჩვენი კულტურული ტრადიციები, რომლითაც დღემდე მოვედით. ეს ღონისძიება ხალხთა შორის მეგობრობას და სოლიდარობას კიდევ უფრო გააძლიერებს.

პირველი წელს ვნერვიულობდით, ახლა კი ამაყები ვართ, რადგან ფესტივალს კარგი გაგრძელება მოჰყვა. დარწმუნებული ვარ, შემდგომი წლები კიდევ უფრო შინაარსიანი  და შედეგიანი იქნება.

თეატრალური ფესტივალის ეგიდით ჩასატარებელი სპექტაკლების ანონსი:

8 ივნისი: ,,ჩვენი დარჩენილი ცხოვრების ყველაზე მაგარი ზაფხულის და სულელების შესახებ“- ტერასას სამოყვარულო ტეატრი 15. 00 სთ.

8 ივნისი: ,,ეი, შენ!“ – თეატრი კივილი-პოლონეთი 20.00 სთ

9 ივნისი: ,,მედეა“- ლაგოდეხის დრამატული და თოჯინების თეატრი- ყვარელი 15.00 სთ

9 ივნისი: ,,უშბა და თეთრნულდი“- მესტიის კულტურის და ხელოვნების ცენტრი- ყვარელი        21.00 სთ

10 ივნისი: ,,ვალენტინის ბაღი“ -ტრანვიას ტეატრი- ესპანეთი 21.00 სთ

11 ივნისი: ,,ბაკულას ღორები“- ბორჯომის სახალხო თეატრი 14.00 სთ

11 ივნისი ფესტივალის დაჯილდოვება – 18.00 სთ

.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close