საზოგადოება

,,გახადე შრომა უსაფრთხო” – 23 თებერვალს დასაქმებულები საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ

,,გახადე შრომა უსაფრთხო“ – პარასკევს, 23 თებერვალს, 17:00 საათზე ვარდების მოედნიდან პარლამენტის შენობამდე, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით, დასაქმებულთა საპროტესტო მსვლელობა გაიმართება.

,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც დღეს პარლამენტში განიხილება არ გვთავაზობს ინსპექტირების ეფექტურ მექანიზმს.

მუშების მოთხოვნაა საქართველოს პარლამენტმა სრულად გაითვალისწინოს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების რეკომენდაციები, დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი კანონმდებლობა, უზრუნველყოს სიცოცხლისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო და ღირსეული შრომა.

საპროტესტო მსვლელობაში ინდუსტრიული ქალაქებიდან და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული დასაქმებულები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებსაც საზოგადოების მხრიდან სოლიდარობა სჭირდება!

მუშა, რომელიც ჯერ არ მომკვდარა, შენ ხარ.

წყარო: პროფკავშირის ახალგაზრდული მოძრაობა

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close