ჯანდაცვა

გაუთქმელობის პირობით დატვირთული ხელშეკრულება_ რის სანაცვლოდ მოგვიწევს კორონავირუსთან ბრძოლა

,,აცრის შემდეგ თუ მოქალაქეების მდგომარეობა გართულდა, კომპანიის წინააღმდეგ არ დაიწყებენ ბრძოლას"

    ექიმი ნონა აღდგომელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს საინტერესო წერილს კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით, რომლის ავტორიც გახლავთ ლევან ყუფარაძე:
„რა დამატებით გარანტიებს სთხოვს „პფაიზერი“ საქართველოს?
24 თებერვალს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, ქვეყანამ რამდენიმე დამატებითი პირობა უნდა შეასრულოს იმისათვის, რომ საქართველოში „პფაიზერი“ შემოვიდეს. ამჯერად უკვე მარტის ბოლოსკენ. კონკრეტულად რა პირობების შესრულებაზეა ლაპარაკი, ამ დეტალებზე ჯანდაცვის სამინისტრო არ ლაპარაკობს იმ მოტივით, რომ უწყების განმარტებით, ხელშეკრულების ნაწილი „გაუთქმელობის პირობითაა“ შევსებული. ერთადერთი, ისინი აცხადებენ, რომ „პფაიზერი“ და „კოვაქსი“ საქართველოსგან გამართული ცივი ჯაჭვის გარანტიებს ითხოვენ.
თუმცა, მედიაში ნელ-ნელა ჩნდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფარმაცევტული გიგანტი „პფაიზერი“, ქვეყნებისგან ისეთი პირობების შესრულებას ითხოვს, რომელთა სისრულეში მოყვანაც ხშირად გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მეტიც, ოფიციალური პირები ამ მოთხოვნებს „მაღალი რანგის ბულინგსაც” უწოდებენ და აცხადებენ, რომ კომპანიის მიერ წაყენებული მოთხოვნების გამო, უკვე შეთანხმებული ვაქცინების დოზების ჩატანა ამა თუ იმ ქვეყანაში თვეობით დაიგვიანებს.
მაგალითად, ასეთ ქვეყნებს შორისაა ლათინური ამერიკის ქვეყნები. საგამოძიებო ჟურნალისტიკის ბიუროს ცნობით, იმისათვის, რომ „პფაიზერმა“ მომავალში თავიდან აიცილოს სასამართლო დავები, ფარმაცევტული კომპანია რიგ ქვეყნებს უძრავი ქონებით სთხოვს გარანტიებს, მაგალითად, ისეთი ქონებით, როგორიცაა საელჩოების შენობები, სამხედრო ბაზები. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო ჟურნალისტიკის ბიურო ავრცელებს.
ბიუროს ცნობითვე, არგენტინისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების ოფიციალური პირები, რომელთა ვინაობაც ანონიმურია, რადგან მათ „პფაიზერთან“ კონფიდენციალურ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, აცხადებენ, რომ კომპანიის მომლაპარაკებლებმა მოითხოვეს დამატებითი გარანტიები იმისათვის, რომ იმ შემთხვევაში, თუკი აცრის შემდეგ მოქალაქეებს გვერდითი მოვლენები გამოუვლინდებათ, ისინი კომპანიის წინააღმდეგ არ დაიწყებენ სასამართლო დავას.
წაუყენა თუ არა მსგავსი ტიპის მოთხოვნები „პფაიზერმა“ საქართველოს, უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მთავრობამ კომპანიისგან დამატებითი მოთხოვნების შესრულების წერილი მიიღო, რომელიც ქართულმა მხარემ ამ დღეებში უნდა განიხილოს. ყოველ შემთხვევაში, ასე თქვა 24 თებერვალს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ:
„ამ კვირაში მივიღეთ დამატებითი პირობები „ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით. კვირის ბოლომდე შედგება კიდევ ერთი კონსულტაცია „კოვაქსის“, „ფაიზერისა“ და საქართველოს მონაწილეობით, სადაც ყველა დეტალი დაზუსტდება და გვეცოდინება, როდის მივიღებთ შეპირებულ 29 250 დოზას. ამ დოზებს ველოდებოდით თებერვლის ბოლომდე, თუმცა „პფაიზერის“ მიერ დაყენებული დამატებითი მოთხოვნების გამო, ყველა იმ ქვეყანაში, რომლებსაც ვაქცინა ჩვენთან ერთად უნდა მიეღოთ, მიწოდება გადავადდა. მიმდინარე პერიოდში ჩვენ დავასრულებთ მოლაპარაკებას და იმედი გვაქვს, რომ უკვე მარტის პირველ ორ კვირაში მივიღებთ იმ დოზებს, რასაც ველოდით“.
რაც შეეხება მეორე ვაქცინას, 300 ათასზე მეტ დოზა „ასტრაზენეკას“, რომელსაც ასევე ველით „კოვაქსის“ გავლით, ამირან გამყრელიძის სიტყვებით, ეს ვაქცინა „თუ არ დაგვაღალატეს, უნდა მივიღოთ მარტში”.
ლევან ყუფარაძე”

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close