პოლიტიკა
გარე რეკლამაზე ფული მხოლოდ ქართულმა ოცნებამ და ევროპულმა საქართველომ დახარჯა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილი საარჩევნო დეკლარაციების მიხედვით, გარე რეკლამაზე (ბილბორდი, ლაითბოქსი, ქუჩაში დამონტაჟებული ეკრანი, ტრანსპორტზე განთავსებული რეკლამა) ფული მხოლოდ ქართულმა ოცნებამ და ევროპულმა საქართველომ დახარჯა. ამის შესახებ “ნეტგაზეთი” წერს.
საარჩევნო დეკლარაცია 12 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.
ამ დროის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ გარე რეკლამაზე 1 562 194 ლარი, ხოლო ევროპულმა საქართველომ 80 934 ლარი დახარჯა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.