სამართალი და კრიმინალი

“გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი ძალიან ცოტამ გამოთქვა”

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოსწავლის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ გამოძიება ეფექტურად და სამართლიანად უნდა მოხდეს.

“ჩვენ მაქსიმალურად მოკლე ვადაში სერიოზულ შედეგებს მივაღწიეთ. სამწუხაროდ, 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ნომერ 4-ში შეიკრიბა 51-ე სკოლის მე-11 კლასელები. მათთან ერთად იმყოფებოდა ამავე სკოლის მერვე კლასელი არასრულწლოვანი, რომელთა შორისაც კონფლიქტი მოხდა. ამ კონფლიქტში, არასრულწლოვანი მერვე კლასელის თხოვნით, ჩაერთნენ თბილისის პირველი ექსპერიმენტალური სკოლის მოსწავლეები. სიტყვიერი დაპირისპირება მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. რის შედეგადაც 2001 წელს დაბადებული არასრულწლოვანი, მრავალობითი ჭრილობების მიყენების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დღეის მდგომარეობით დადგენილია ამ ფაქტის ჩამდენი და წაყენებული აქვს ბრალი და მიმდინარეობს გამოძიება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მეორე ბრალდებული, რომელიც ასევე იდენტიფიცირებულია, მაგრამ ჯერ დაკავებული არ არის და მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. და ასევე 2001 წელს დაბადებული დავით სარალიძეს მკვლელობაში ბრალდებულიც იქნება დაკავებული.

ასევე ყველზე მნიშვნელოვანი, ამ პერიოდში მიუხედავად იმისა, რომ მთელი ღამის განმავლობაში სამართალდამცავმა ორგანოებმა დაკითხეს დაახლოებით 150 პირი, ესენი გახლდათ არასრულწლოვნების მშობლები, მათი ოჯახის წევრები ასევე მათი კანონიერი წარმომადგენლები. როგორც ფაქტი გვინდა დავადასტუროთ, რომ გამოძიებასთან თანამშრომლოვის სურვილი გამოთქვა ძალზედ მცირე ხალხმა. ეს არის ძალზედ სერიოზული პრობლემა და როგორც  ჩანს ჩვენს საზოგადოებაში დანაშაულის აღქმა ჯერ კიდევ არ არის სწორი. ჩვენ კარგად გვესმის, რომ შსს, ისევე როგორც განათლების სამინისტრო და საზოგადოევის სხვა წევრები, ამ მიმართულებით უნდა გადავდგათ სერიოზული ნაბიჯები, რამეთუ არასრულწლოვნებში დანაშაულის აღქმის შესაბამისი სწორი პოზიციები  არსებობდეს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close