პოლიტიკა
,,გამოათრიეთ ეს მოღალატე ელჩი პატარიძე უკან, თუ შეგრჩენიათ პატარა თავმოყვარეობა”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:
_ ამას მხოლოდ უთავმოყვარეო სახელმწიფოს მთავრობა გააკეთებდა. ტერიტორიას, მასზე არსებულ სიწმინდეებს უღობავენ და იმ დროს წამრთმევის დედაქალაქში ცეკვა-თამაშს აწყობს. ეს რომ მოსკოვში ექნათ, ჩვენი ბოლშევიკი ნეო-ლიბერალები კივილს ატეხდნენ, თითქოსდა სულ ერთი არ იყოს ვინ დაგაყაჩაღებს. სანამ სხვადასხვა სტანდარტი გვექნება მტრობასა და მეგობრობაზე, ვიდრე იმის მიხედვით დავიცავთ ან არ დავიცავთ ქვეყნის ინტერესებს პუტინი გვაფინანსებს , ალიევი თუ სხვა მანამ ჩვენგან არაფერი არ გამოვა,მინიმუმ. გამოათრიეთ ეს მოღალატე ელჩი პატარიძე უკან, თუ შეგრჩენიათ პატარა თავმოყვარეობა.