საზოგადოება

,,გაიტანეთ რესპუბლიკის მოედნიდან სააკაშვილის ხელისუფლების სიმბოლო ველოსიპედი”

    ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური, თბილისის ახლადარჩეულ მერს რჩევას აძლევს. ოთხმეზური ,,ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში კალაძეს ურჩევს, რომ რიყიდან მუსიკისა და დრამის თეატრი ვარდების რევოლუციის მოედნიდან ველოსიპედი აიღოს. ის ასევე თხოვნით მიმართავს კალაძეს, დავით აღმაშენებლის ძეგლს უკეთესი ადგილი მოუძებნოს.
,,კახი კალაძეს ვთხოვ, ნაციონალების მიერ წართმეული პატივი და ღირსება დაუბრუნოს ქალაქს. სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებსა და საავადმყოფოებს მეტი ყურადღება მიაქციოს. შეიძლება შუშის ხიდი ვიზუალურად ლამაზია, მაგრამ, ძველ თბილისში იმ ტერიტორიაზე მისი ადგილი არ არის.
სავარაუდოდ, დიდი თანხა დაიხარჯა ე.წ. ტრუბების გაკეთებაში, მაგრამ ვფიქრობ თბილისის შუაგულიდან ისინი აუცილებლად უნდა იქნას აღებული. დიახ, გაბედეთ, გარისკეთ და შესაბამისი დადგენილების საფუძველზე მოაშორეთ ეს მილები თბილისს… გაიტანეთ რესპუბლიკის მოედნიდან სააკაშვილის ხელისუფლების სიმბოლო ველოსიპედი.
კარგი იქნება თუ დიდი მოქანდაკის მერაბ ბერძენიშვილის უკანასკნელ თხოვნასაც გაითვალისწiნებთ და დავით აღმაშენებლის ძეგლს უკეთეს ადგილს მოუძებნით, რაც მთავარია, თქვენ მიერ გაკეთებული საქმეები ხალხამდის მიიტანეთ, რომ ადამიანებმა კარგისა და ცუდის გარჩევა უკეთ შეძლონ,“-აცხადებს ოთხმეზური ,,ასავალ დასავალთან“.

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close