საინტერესო

,,გაიკეთეთ ოქროს ნივთები და ბევრი იცინეთ… დღეს არის ჯადოსნური დღე!”

რას ნიშნავს მზებუდობა და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დღეს

21 ივნისს წელიწადის ჯადოსნურ დღეს უწოდებენ. მზებუდობა, ეს არის დროის მომენტი, როდესაც მზის ცენტრი გაივლის ეკლიპტიკის ყველაზე ჩრდილოეთით, +23°27′ დახრილობის მქონე ზაფხულის მზებუდობის წერტილში, ან ყველაზე სამხრეთით — 23°27′ დახრილობის მქონე ზამთრის მზებუდობის წერტილში.  ენერგეტიკულად უძლიერესი დღეა და ადამიანსაც შეუძლია, ეს ენერგიები საკუთარი კეთილდღეობისთვის გამიყენოს. უკეთ რომ ავხსნათ მოვლენა, გეტყვით, რომ

ზაფხულის დასაწყისში მზე არის ცის ეკვატორიდან ყველაზე ჩრდილოეთით, ზაფხულის მზებუდობის წერტილში (21 ან 22 ივნისი, დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე უგრძესი დღეა, სამხრეთ ნახევარსფეროზე კი – უგრძესი ღამე);

ამ დღეს მზე შუადღისას ზენიტში გადის ჩრდილოეთ ტროპიკზე, შუაღამისას ჰორიზონტს ეხება ჩრდილოეთ პოლარულ წრეზე (წრის შიგნით პოლარული დღეა, მზე არ ჩადის), შუადღისას კი – სამხრეთ პოლარულ წრეზე (წრის შიგნით პოლარული ღამეა, მზე არ ამოდის).

ასტროლოგები და პარაფსიქოლოგების რჩევაა, რომ ყველა ადამიანი ამ დღეს ადრიანად შეხვდეს, დღის მანძილზე ატარონ ოქროს ან ოქროსფერი სამკაულები, ჩაიცვან ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი , ნებისმიერი ხასხასა ფერის სამოსი, იყვნენ მხოლოდ პოზიტიურ განწყობაზე, ბევრი იცინონ და
რაც შეიძლება დიდი დრო დაუთმონ მზის სხივების ქვეშ ყოფნას.
 ამ დღესთან დაკავშირებით ადამიანებს ჩამოუყალიბდათ ტრადიციებიც. თურმე უნდა ჩაუთქვათ ან ჩამოწეროთ ნანატრი სურვილები და მოზღვავებული ენერგიის ველი დაგეხმარებათ  ასრულებაში.
აუცილებელი ყოფილა ოჯახთან ერთად ან მეგობრების წრეში ვახშმობა. დღეს შეძენილ ყველა ნივთს კი განსაკუთრებული ძალა ექნებაო. გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დახმარება კი ყველა დროს სიკეთის მომტანია, თუმცა დღეს ჩადებული სიკეთის მარცვალი, განსაკუთრებით სწრაფად გაწმენდს ადამიანის ენერგეტიკას შავი ლაქებისგან.
 ასე, რომ მზებუდობა ზღაპრული ბედნიერების მომტანი ყოფილა და თქვენც არ დაიზაროთ, გამოიყენეთ ეს რეკომენდაციები.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close