“გაზის ტარიფი ერთ კუბურ მეტრზე 1,884 თეთრი იქნება”
ყველა კომპანიისთვის გაზის ტრანსპორტირების ტარიფი ერთ კუბურ მეტრზე 1,884 თეთრი იქნება, – ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მილორავას თქმით, „გაზის ტრანსპორტირების“ კომპანია არის გაზის ერთადერთი ტრანსპორტირების ლიცენზიანტი. ამასთან, მისივე თქმით, ტრანსპორტირების ტარიფი სამომხმარებლო ტარიფის ერთ-ერთი კომპონენტია.
„სამომხმარებლო ტარიფში სამი კომპონენტია თუ დღგ-ს არ ჩავთვლით. მისი წილი სამომხმარებლო ტარიფში დაახლოებით 5%-ის ფარგლებშია. აქამდე მოქმედი ტარიფი ერთ კუბურ მეტრზე1.383 თეთრი იყო, ხოლო დღეს კომისიის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველა კომპანიისთვის ტრანსპორტირების ტარიფი ერთ კუბურ მეტრზე 1,884 თეთრი იქნება“, – ამის შესახებ სემეკ-ის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ განაცხადა.
მილორავას თქმით, ხვალ კომისია შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფებს დაადგენს.
დღევანდელ სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ ბუნებრივი გაზის ტარიფის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო