საზოგადოება
გადახედეთ დავითის გვერდს, ნახეთ, როგორი ადამიანი დააკლდა დედამიწას, როგორი მოქალაქე – საქართველოს
,,მისი მეგობრები ამბობენ, რომ ყველაფერზე შეეძლო ხუმრობა, მათ შორის საკუთარ სიკვდილზეც.."- რას წერენ შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილ დავით ბერიაშვილზე

ერთი წლის წინ დავითმა მეგობრებთან ერთად შექმნა სამაგიდე თამაში “ლეგენდა ქართლოსზე” https://www.facebook.com/LegendOfKartlos?mibextid=ZbWKwL , სადაც ქართული მითოლოგიის პერსონაჟები და სიუჟეტები გააცოცხლეს.
თამაშის მასობრივი დაბეჭდვისთვის ქრაუდფანდინგის, სახალხო დაფინანსების ეტაპზე იყვნენ და იქნებ ამ ადამიანებს მივეშველოთ 

გადახედეთ დავითის გვერდს, ნახეთ, როგორი ადამიანი დააკლდა დედამიწას, როგორი მოქალაქე – საქართველოს.. 

მისი მეგობრები ამბობენ, რომ ყველაფერზე შეეძლო ხუმრობა, მათ შორის საკუთარ სიკვდილზეც..
რა სამწუხაროა, რომ ამ ფოტოს დადებიდან ზუსტად 6 თვეში, საქართველოს სამოთხეში ჩაიკარგა..
მისი ბოლო პოსტი ეძღვნება თავისუფლებას..
მშვიდად განისვენე..