ჯანდაცვა

,,აფთიაქებიდან ათასობით ისეთი მედიკამენტი გაიცემა, რომელიც ადამიანს არ სჭირდება”

,, ასაკოვანი პაციენტი, ფილტვის კიბოს საეჭვი დიაგნოზით, სენაკიდან ქუთაისის საავადმყოფოში მოათავსეს. საავადმყოფოში, სტანდარტით გათვალისწინებული, რენტგენოლოგიური კვლევა არ ჩაუტარეს. ფილტვის კიბოს დიაგნოზი მხოლოდ პლევრიდან პუნქციის აღების შემდეგ დაუსვეს. შეთავაზებულ ქიმიოთერაპიულ მკურნალობაზე პაციენტმა უარი განაცხადა. 4 თვის განმავლობაში, ტკივილის მოსახსნელად, ნარკოტიკს უკეთებდნენ. 6 თვის შენდეგ კი დაავადება კიდევ გადაამოწმეს და აღმოჩნდა pennyblackstudios, რომ დიაგნოზი სწორედ არ იყო დასმული. ანუ ამ პიროვნებას სიმსივნე არ ჰქონია. მას ნარკოტიკი მოუხსნეს, მაგრამ უკვე მასზე დამოკიდებული იყო და ნარკოტიკის გარეშე ვეღარ ძლებდა. ამ მდგომარეობამდე, რეალურად მიიყვანა ექიმის შეცდომამ.

72 წლის პაციენტს კარდიოლოგი მოციმციმე არითმიის დიაგნოზზე მკურნალობდა. 6 თვის განმავლობაში მას თრომბოემბოლიური ინსულტი განუვითარდა. ნევროლოგმა მონაცვლეობით დაუნიშნა მედიკამენტები. ერთ-ერთი გადასხმის დროს ავადმყოფს მოუსვენრობები დაეწყო, სუნთქვა გაუჭირდა, ციანოზი გამოეხატა. სასწრაფოდ გამოიძახეს სხვა ნევროლოგი, რომელმაც ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა და გადასხმა შეაჩერა. ადამიანი სიკვდილს გამოსტაცეს ხელიდან.

ექიმმა შპრიცში მედიკამენტი იმაზე მეტი დოზით მოათავსა, რაც პაციენტისთვის იყო საჭირო, მაგრამ მოხდა სასწაული, შპრიცმა მთლიანად არ გაატარა და პაციენტი მხოლოდ შემთხვევითობამ იხსნა.

პაციენტს ინექციით სხვა მედიკამენტს უკეთებდნენ. მეორე ექიმმა შეხედა წამლის კოლოფს და კოლეგა უკანასკნელ წამში შეაჩერა. არადა, ამ წამლით შეიძლებოდა, ავადმყოფი სიცოცხლეს გამოსალმებოდა”. ექიმთა შეცდომებსა და ,,ბეწვზე გადარჩენილ” პაციენტებზე ისტორიებს, რამდენიმე წლის წინ, ცნობილი ექიმი გოგიტა გეგელაშვილი მომიყვა. ამ კუთხით ჯანდაცვაში მდგომარეობა მას შემდეგ არ შეცვლილა. არავის შეუმუშავებია ღონისძიებები, კანონები, რომლებიც ექიმთა შეცდომებს მინიმუმანდე დაიყვანს. ეს საკითხი არავის აინტერესებს. რატომ? იმიტომ, რომ მავანთა ინტერესებში სწორედ ეს მდგომარეობა შედის. ასე, რომ პრობლემა  არსებობს და საქართველოში, მსგავსი სამედიცინო შეცდომებისგან დაზღვეულები, კვლავ არ ვართ. 

გოგიტა გეგელაშვილი:

_ ხშირად ეშლებათ მედიკამენტის სახელწოდება. ზოგჯერ გარეგნულად და სახელწოდებით მედიკამენტები ერთმანეთს ჰგავს და განსხვავება მხოლოდ სახელწოდების ერთ ასოშია. ამ შეცდომას კი ცხადია, ცუდი შედეგი მოსდევს. ხდება ისეც, რომ ექიმი შეცდომით ნიშნავს მედიკამენტს, ჩვენი ინფორმაციით, აფთიაქებიდან ათასობით ისეთი მედიკამენტი გაიცემა, რომელიც ადამიანს არ სჭირდება და იგი შეცდომით გამოუწერეს. 

არის ფაქტები, როცა რეცეპტი გაურკვეველი კალიგრაფიით იყო დაწერილი და იმის გამო, რომ აფთიაქარმა ვერ გაარჩია, სხვა მედიკამენტი გაატანა, რაც პაციენტის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახა.

ექიმმა პაციენტს ,,ანაფრანილი” გამოუწერა, აფთიაქში კი ,,ანაპრილინი” მისცეს. ,,ანაფრანილი” გულის საშუალებაა, ,,ანაპრილინი” ნერვების.

ერთ-ერთ ექიმს ,,ფლუნოლი” უნდა დაენიშნა, მაგრამ ,,ფლუნილი” დანიშნა. ,,ფლუნოლი” დეპრესიის საწინააღმდეგო საშუალებაა, ,,ფლუნილი” _ სოკოსი. 

ყველა მედიკამენტს აქვს ორი-ორი სახელწოდება: საერთაშორისო და სავაჭრო. სავაჭრო სახელს ფარმაცევტული კომპანია არქმევს, რომელსაც შემოაქვს ეს მედიკამენტი. ერთ-ერთ მედიკამენტს შეიძლება 20-მდე სავაჭრო სახელიც კი ჰქონდეს. ექიმები რეცეპტებზე მხოლოდ სავაჭრო სახელწოდებას წერენ, რადგან მათთან კონკრეტული სავაჭრო ფირმების წარმომადგენლები მიდიან და შესაბამისი დაინტერესების საფასურად, მათი ფირმის სავაჭრო სახელის მქონე მედიკამენტის გამოწერას სთხოვენ. ექიმი საერთაშორისო სახელს რეცეპტზე იმიტომ არ წერენ, პაციენტმა სხვა ფირმის მიერ შემოტანიული მედიკამენტი რომ არ იყიდოს და მანაც ,,ატკატი” გააკეტოს. რეცეპტზე მედიკამენტის საერთაშორისო სახელისა და კონკრეტული ფირმის მიერ მინიჭებული სახელის ერთდროული მინიშნებით, სამედიცინო შეცდომისგან დაზღვევა მოხდება, თუმცა ჩვენთან ამას არავინ დაეძებს.

ნელი ვარდიაშვილი

 

 

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close