საზოგადოება

,,ბრძოლა ატენისთვის გაგრძელდება…”- რას აპირებს თათული დოლიძისა და ატენის ქუჩის მოსახლეობის ადვოკატი?

,,გუშინ, ჩემს მიმართ განხორციელდა პროფესიულ საქმიანობაში უხეში ჩარევის ფაქტი – იარაღად გამოყენებულ იქნენ ანგაჟირებული მოქალაქეები, რომლებმაც ტრასპარანტებით, საპროტესტო აქცია გამართეს ჩემს ოფისთან. ორშაბათს მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს განხორცილებულ უკანონო ფაქტზე!!

პ.ს. ბრძოლა ატენისთვის გაგრძელდება ბოლომდე!!!” _ აცხადებს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია.

დიმიტრი გაბუნია ატენის ქუჩის მცხოვრებლების ადვოკატია და  ამხანაგობა „ატენი 19-ის“ წევრების მიერ მის ოფისთან გამართულ აქციას ადვოკატის საქმიანობაში უხეშ ჩარევად აფასებს. როგორც ადვოკატმა განაცხადა, ფაქტი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს, რადგან შესაძლოა, საფრთხე სხვა ადვოკატების საქმიანობასაც დაემუქროს. მსახიობ თათული დოლიძის და ატენის ქუჩის მოსახლეობის ადვოკატი შსს-ს მოუწოდებს ფაქტის დროული გამოძიებისკენ.

შეგახსენებთ, დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ოფისთან ამხანაგობა „ატენი 19-ის“ წევრებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას სასამართლოზე და მერიაზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.

ატენის ქუჩის მოსახლეობა უკვე რამდენიმე დღეა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. პარალელურად, ის ადამიანები, რომლებსაც მშენებარე კორპუსში ბინები აქვთ შეძენილი, ამავე მშენებლობის გაგრძელებას ითხოვენ.

ასევე, მერიაში დაწყებულია ატენის ქუჩაზე მშენებარე 27-სართულიან კორპუსთან დაკავშირებით მოსახლეობის ადმინისტრაციული სარჩელის განხილვაც.

,,რადგან თბილისის მერმა Kakha Kaladze კახა კალაძე არ შეისმინა ჩვენი მოწოდება ატენზე უკანონო მშენებლობის შეჩერების თაობაზე,
რითაც თბილისის მერიამ უხეშად დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და სავარაუდოა უკვე, თუ რა გადაწყვეტილების მიღებასაც აპირებს 2018 წლის 01 თებერვალს ადმინისტრაციულ განხილვაზე, ხვალიდან – 31 იანვრიდან, გადავდივართ რადიკალურ სამართლებრივ ქმედებებზე!

2018 წლის 01 თებერვალი, 11.00 მერიასთან!!
27-იანი ბეტონის მონსტრი vs ატენის მოსახლეობა – ერთად დგომით მივაღწევთ სიმართლეს და გავიმარჯვებთ!! ” _ წერდა ორი დღის უკან ადვოკატი გაბუნია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close