,,ბორჯომში წინასაარჩევნოდ ამოქმედდა გაყალბების ერთ-ერთი მექანიზმი- კანდიდატების იძულება, რათა ,,თავისივე ნებით” მოიხსნან თავი რეგისტრაციიდან. თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ”მავნებელი” ხელისუფლება გამოიყენებდა ყველა ბინძურ ბერკეტს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. პოლიტ-პარტიების მიერ მთელი ყურადღება უნდა იქნეს გადატანილი არჩევნების დღისაკენ, რადგან ხალხის ნების გაყალბების გარდა, მათ სხვა არაფერი დარჩენიათ!
ფოფხაძეებს მინდა გავახსენო 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნები, როდესაც ზეწოლების შედეგად ოპოზიციური კანდიდატები, საარჩევნო სიის უამრავი წევრი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე იხსნიდა თავს რეგისტრაციიდან.
გახსოვთ თედოო!?
”ხიდაშელი-ბერძენიშვილებიდან”, თუ ”მრეწველებიდან”, ზუსტად აღარ მახსოვს, სიის ერთ-ერთი მოწინავე წევრი ისე იხსნის კანდიდატურას, რომ ვერც ვპოულობთ რამოდენიმე დღე. ვნახეთ მერე, პირადად ვესაუბრე, გამოვკითხე მიზეზები :
მუშაობდა ეს ადამიანი ერთ-ერთ დაწესებულებაში. ჰყვება, რომ ”თურმე მასთან მისულა ორი უცხო მამაკაცი, რომლებიც კატეგორიულად თხოვდნენ მას სიიდან გასვლას, განცხადების დაწერას, ხოლო თუ ის ამას არ გააკეთებდა იმ კაბინეტის ტელეფონს დაავლებდნენ ხელს და ”ტრაკ..ი შეთხრი..ნენ”, რა მექნა შემეშინდაო და განცხადებაც დავწერეო”, სხვათაშორის, ეს ადამიანი დღეს ქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატია ”პატრიოტებიდან”!
ნუ შეგეშინდებათ კაცურად ცხოვრების!” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ბორჯომის დეპუტატობის კანდიდატი ლეიბორისტული პარტიიდან, გიორგი გიუაშვილი.

კომენტარები
Загрузка...