ბორჯომის საკრებულოსა და მერიას შორის დაპირისპირების მიზეზები აუდიტის დასკვნაში იმალება (სკანდალი)
ექსკლუზივი-სკანდალი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი და 2015-2016 წლებში „წარმომადგენლობითი
და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ (პროგრამის კოდი: 01 00), „ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის“ (პროგრამის კოდი 0300) და „კულტურის განვითარების ხელშეწყობის“ (პროგრამის კოდი 05 02) პროგრამების
ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა დარღვევა-ნაკლოვანებები. დასკვნის სრულ ვერსიას მოცემულ ლინკზე გადასვლის შემთხვევაში გაეცნობით. ჩვენ კი შემოთავაზებთ აუდიტის რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც, ვფიქრობთ, ამ დაპირისპირების მთავარი თუ არა, ერთ-ერთი მიზეზია.
აუდიტის დასკვნაში ირიბად წერია, რომ მერიის თანამშრომლებს წახალისება სჭირდებათ, რაც, ალბათ, ხელფასების მატებაში უნდა ასახულიყო. შეგახსენებთ იმასაც, რომ მერიის თანამშრომლებსა და საკრებულოს ოპოზიციურ წევრებს შორის დაპირისპირება სწორედ ანაზღაურების გამო მოხდა. საკრებულო არ აძლევს მერიას ხელფასების გაზრდის უფლებას, ისინი კი ჯიუტად მოითხოვენ, ხელფასები გაეზარდოთ.
გთავაზობთ აუდიტის დასკვნის 2 რეკომენდაციას:
რეკომენდაცია №1.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ აღმასრულებელ
ორგანოსთან შეთანხმებით, საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული
ხარჯვიდან გამომდინარე, შეიმუშაოს წესი მუნიციპალიტეტში დასაქმებულ მოსამსახურეთა
წახალისების ფორმების შესახებ. მიღებული წესით, უნდა დარეგულირდეს, მოსამსახურეთა
მიერ შესრულებული სამუშაოების შეფასების და დასაბუთების საფუძველზე, წახალისების
გაცემის ოდენობა და მიზანშეწონილობა. აღნიშნულის მიზანია საჯარო დაწესებულებაში
დასაქმებულ პირთა მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე დასაქმების ბაზარზე არსებული
კონკურენციის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტში კვალიფიციური კადრების
შენარჩუნება და მოზიდვა. ამასთანავე, მიზანშეწონილია შემუშავებული წესი თავსებადი
იყოს საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებასთან.
რეკომენდაცია №2.
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) არ მოახდინოს საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე, ხოლო საკრებულოს თანამდებობის
პირებზე არ დაუშვას უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 5 ანაზღაურება. მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და პრაქტიკა, სრულ შესაბამისობაში იყოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან. აღნიშნული უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის არაანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ,
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით დადგენილი პრინციპის დაცვას, ასევე საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ ხარჯვას. მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს საკრებულოს თანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან
დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების კანონიერების საკითხი, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და მათ მიმართ გაატაროს სამართლებრივი ღონისძიებები.