სიღნაღის ამბები

მეექვსე საუკუნის ტაძრის კედლებში არსებულ სამალავებში თოკით ადიოდნენ

სტეფანე ხირსელის ხატი შეიქმნა იმ ფრესკის მიხედვით, რომელიც  ტაძრის ერთ-ერთ კედელში იპოვეს

ხირსის მამათა მონასტერი, სადაც 13 ასურელ მამათაგანი, სტეფანე ხირსელის საფლავია, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანშია. მუნიციპალიტეტში არსებობს სოფელი ხირსაც, რომელიც სოფელ ტიბაანიდან საკმაოდ არის დაშორებული. ხშირად ისმის კითხვა, წმინდა სტეფანეს რატომ დაერქვა ხირსელი, როცა ტერიტორია, სადაც ის მოღვაწეობდა, სოფელ ტიბაანს ეკუთვნის? ერთ-ერთი ვერსიით, იმ დროს, როცა ასურელი მამები საქართველოში შემოვიდნენ, მხოლოდ ხირსა არსებობდა და ამჟამინდელი ტიბაანის ტერიტორიაც მის შემადგენლობაში შედიოდა.

სტეფანე ხირსელის ხატი შეიქმნა იმ ფრესკის მიხედვით, რომელიც  ტაძრის ერთ-ერთ კედელში იპოვეს. ტაძრის შიდა ნაწილში, ზედა მხარეს, აღმოჩენილია დიდი სამალავი ოთახები, სადაც ტაძრის განძეულს ინახავდნენ. იქ მოხვედრა ტაძარში ჩამოკიდებული თოკით იყო შესაძლებელი. არსებობს ვარაუდი, რომ შემოსევების დროს, ამ სამალავებში ქალებსა და ბავშვებსაც მალავდნენ. ამჟამად სამალავებს სარკმელი აქვს. ალავედრის ტაძრის ზომის ხირსის ტაძარი, ყველა ტაძრისგან განსხვავებული არქიტექტურით გამოირჩევა და ალაზნის ველს გადაჰყურებს.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close