ტრეიდინგ-პლატფორმა IQ Option-ის ინფორმაციით, საქართველო ბიტკოინის მომპოვებელი ე.წ. მაინერების რაოდენობით, ჩინეთთან და აშშ-სთან ერთად, მსოფლიო სამეულში შედის.

ბიტკოინის მაინერი კომპანიები ისეთ ქვეყნებშია თავმოყრილი, რომლებშიც ტექნოლოგიები ძალიან განვითარებულია, ელექტროენერგია კი – იაფი. IQ Option-ის ცნობით, არსებობს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა, რომელსაც მაინინგზე კონცენტრირებული ძალისხმევით ტრაბახი შეუძლიათ.

საქართველოში დაფუძნებული BitFury ბიტკოინის მაინინგის ბიზნეს სეგმენტში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშე და ბლოკჩეინის ტექნოლოგიების მოწინავე კომპანიაა. ის, ასევე, არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული კერძო პროვაიდერი ბლოკჩეინის ეკოსისტემაში. IQ Option-ის ცნობით, 2016 წელს, BitFury ბიტკოინების დაახლოებით 15%-ს მოიპოვებდა.

ჩინეთი ბიტკოინების მაინინგითა და ექსპორტით პირველ ადგილზეა. ეს პოზიცია ქვეყანაში ელექტროენერგიის დაბალმა ფასმა განაპირობა. ბიტკოინის მომპოვებელი მსოფლიოს უდიდესი კომპანიები ძირითადად ჩინეთში არიან დაფუძნებულნი.

კომპანია 21 Inc.-ის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიტკოინის მომპოვებელი კომპანიის სამშობლო, ამერიკის შეერთებული შტატები მაინინგით მსოფლიოში მოწინავე პოზიციას იკავებს. კალიფორნიაში დაფუძნებული 21 Inc. 2016 წელს, IQ Option-ის ცნობით, ბიტკოინების 3 პროცენტს მოიპოვებდა. მაინინგის გარდა, კოპმანია სხვადასხვა სერვისების გაყიდვითაცაა დაკავებული.

IQ Option-ის ინფორმაციით, ბიტკოინების დაახლოებით მხოლოდ 20 პროცენტის მომპოვებელი პატარა კომპანიები არ მდებარეობს ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებში.

ბიტკოინის მოპოვება, ე.წ. მაინინგი არის პროცესი, რომელიც ერთდროულად ამატებს ტრანზაქციებს კრიპტოვალუტის ბლოკჩეინში და ასევე სისტემაში ახალ ბიტკოინებს გამოიმუშავებს. კრიპტოვალუტის მაინინგი კომპიუტერის მიერ მისთვის მიცემული “ამოცანების ამოხსნით”, მათი გამოთვლით ხდება. ბიტკოინის მაინინგი მისი უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია – კომპლექსურობა და ძალისხმევა კრიპტოვალუტის სისტემას თავდასხმისგან ნაკლებად მოწყვლადს ხდის.

კომენტარები