საზოგადოება

,,ბიოს მომხმარებლები ფანჯრიდან მწვანე მინდორს ხედავენ, რის შემდეგაც აღებენ ფანჯარას და გადახტომას ცდილობენ”

როგორც ჩანს, ნარკოტიკების შემოტანას და ღამის კლუბებში გამართულ ნარკოტიკულ ორგიებს არავინ აკონტროლებს. უფრო სწორად, არ სურთ, რომ გააკონტროლონ. ამბობენ, რომ ღამის კლუბებს მაღალი თანამდებობის პირები მფარველობენ. სხვანაირად, ამ ჯოჯოხეთს, ახალგაზრდების ხოცვას ალბათ დასასრული ექნებოდა. რადგან რეალობა არის ძალიან ცუდი, სხვა გზა არ დარჩენიათ მოშობლებს, საკუთარი შვილები სიცოცხლე და აქედან გამომდინარე ცხოვრებაც სწორედ მათ უნდა გააკონტროლონ და დაიცვან.

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენს თავს საშინელება ხდება, თქვენი შვილი ნარკოტიკის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება და თქვენი დაუყოვნებელი ჩარევაა საჭირო? ექიმ-ნარკოლოგი ეკატერინე ყურაშვილი გვირჩევს.

ეკატერინე ყურაშვილი:- ამ დროს გამოხედვა აქვთ უაზრო, არიან ნერვიულები, მომატებული აქვთ შფოთვა, გეომეტრიული პროგრესიით მიდის­ ინტელექტის დაქვეითება, უძილობა,­ ენერგიის მოზღვავება, აქვთ ჰალუცინაციები, ხდებიან ჰიპერაქტიურები, სვამენ ბევრ წყალს, ვინაიდან წყალს კარგავენ, შეუძ­ლ­იათ­ 3 დღის განმავლობაშიც არ დაიძინონ.­ აქვთ ბოდვები, წნევის ვარდნა, მიდის ჰემოდინამიკის მონაცვლეობა, ახასიათებთ მაღალი ტემპერატურა, ტაქიკარდია – 15 წუთში 140-მდე გულისცემა, ხდებიან არაადეკვატური და თუ მარილი უთავდებათ, შეუძლიათ 2-3 დღე ეძინოთ, ანუ ითიშებიან.

ზედოზირებისას ახასიათებს კრუნჩხვა, მაღალი ტემპერატურა, ჰაერის უკმარისობა და ამ დროს აუცილებელია სასწრაფო დახმარების გამოძახება, რათა მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია რეანიმაციულ განყოფილებაში, ვინაიდან ამას თან სდევს ორგანიზმის გადაწვა, ტვინის­ შეშუპება, გულსისხლძარღვთა, თირკმლებისა და ღვიძლის უკმარისობა და ვითარდება ლეტალური შედეგიც.

ეს ნარკოტიკი უმოკლეს დროში ახერხებს­ იმას, რისი დაშავებაც სხვა ნარკოტიკს წლების განმავლობაში შეუძლია. რაც უფრო კუსტარულია ნარკოტიკი, მით უფრო ძნელია დოზის განსაზღვრა. ასეთ პაციენტებს ისეთი ფსიქოზები აქვთ, მათი მკურნალობა ძალიან რთულია.
ჩვენ სიკვდილს გადავარჩინეთ ზედოზირებული პაციენტი, მაგრამ ისეთი ფსიქიკური აშლილობა და ჰემოდინამიკის მონაცვლეობა ჰქონდა, ფსიქიატრიულში გავგზავნეთ. ეს ისეთი მძიმე ნარკოტიკია, პაციენტი 3-4 თვის განმავლობაში ჩაკეტილ სივრცეში უნდა იმყოფებოდეს, რომ კვლავ არ მოიხმაროს ეს სიკვდილის მომტანი მარილი.

ყველა ნარკოტიკს თავისებური სიმპ­ტომი­ აქვს – მაგალითად, ბიოს მომხმარებლების უმრავლესობა ამბობს, ფანჯრიდან მწვანე მინდორს ვხედავდითო, აღებდნენ ფანჯარას და გადახტომას ცდილობდნენ.”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close