მსოფლიო

ბიონსეს ტყუპები – მომღერალმა ახალშობილების ფოტო პირველად გამოაქვეყნა

ამერიკელმა მომღერალმა ბიონსემ თავისი ტყუპების ფოტო პირველად გამოაქვეყნა. მათ დაბადებიდან ერთი თვე შეუსრულდათ.

ბიონსემ მათი სახელების შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია – სერ კარტერი და რუმი.

ფოტო „ინსტაგრამზე“ გავრცელდა, სადაც 35 წლის მომღერალი იასამნისფერ ყვავილებიან სამოსშია გამოწყობილი და ცისფერი თავსაბურავით არის შემოსილი.

როგორც BBC წერს, „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებიდან ერთ საათში ფოტომ მილიონზე მეტი მოწონება დაიმსახურა.

„სერ კარტერისა და რუმის უკვე ერთი თვე შეუსრულდათ“, – წერს ბიონსე.

ბიონსესა და რეპერ ჯეი ზის ტყუპების გარდა, კიდევ ერთი შვილი ჰყავთ – 5 წლის ბლუ ივი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close