საზოგადოება

ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების მწარმოებლებს გადასახადისგან გაათავისუფლებენ

ჩვენი მწვანე ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი იქნება სოფლის მეურნეობა და საქართველო გახდება ძალიან მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ე.წ. ბიოპროდუქტის მწარმოებელი ქვეყანა.  ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გარემოს დაცვითი კონცეფციის „მწვანე ეკონომიკის“ პრეზენტაციისას განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ ნატურალური პროდუქტების გარკვეული ჯგუფი ჩვენ გავათავისუფლეთ დღგ-ს გადასახადისგან, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფრო ამბიციური გეგმა და ჩვენ შემოდგომაზე ამ პოლიტიკას წარმოგიდგენთ, ,რომლის მიხედვითაც საქართველოში იქნება ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადი სოფლის მეურნეობაში, სადაც ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ სწორედ ბიოლოგიურად სუფთა და ეკოლოგიური პროდუქტის წარმოებაზე.

ჩემი ამოცანაა, ნაბიჯ-ნაბიჯ გადასახადებისგან სრულად გავათავისუფლოთ ის სექტორი, რომელიც საქართველოში შეძლებს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას“, – განმარტა პრემიერმა.

წყარო: ttimes.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close