საზოგადოება

ბერძენი სასულიერო პირის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე გაამართლეს

ბერძნული მედიის ცნობით, ბერძენი სასულიერო პირის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე საბერძნეთის ქალაქ კალამატას სასამართლომ გაამართლა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს კომპენსაციის სახით 6 720 ევროს გადაუხდიან. სასამართლოს დადგენილებით,  ციხეში გატარებული თითო დღის სანაცვლოდ მას 15 ევრო უნდა გადაუხადონ.

26 წლის მამაკაცი მკვლელობის ბრალდებით  448 დღის განმავლობაში იყო დაპატიმრებული.

54 წლის არქიმანდრიტი 2014 წლის თებერვალში მოკლეს. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასულიერო პირი ვალის გამო მოკლეს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close