საზოგადოება

“ბაღში არ არის გათბობა და მთელი ნოემბრის განმავლობაში ბავშვები არიან გაყინულები“

“ბაღში არ არის გათბობა და მთელი ნოემბრის განმავლობაში ბავშვები არიან გაყინულები“ – აღნიშნულის შესახებ „ინფო რუსთავს“ #40 ბაგა-ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის ოჯახის წევრმა, ანა ციცქიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მის ძმისშვილს სააღმზრდელო პროცესზე დასწრება ცივ ოთახში უწევს, გარდა ამისა ბავშვების სიმრავლის გამო, აღმზრდელები ბავშვებს ერთ საწოლში აწვენენ და სათანადოდ ვერ უვლიან . „ბავშვი რომელიც ძილში იღვიძებს რომ გადააყენონ, გვხვდება მუდამ ჩასვრილი“- აცხადებს ანა ციცქიშვილი. მისივე განცხადებით, როდესაც პრობლემებით ბაღის დირექტორს მიმართა, პასუხად მიიღო რომ თუ რაიმე არ მოსწონს შეეძლო ბავშვი წაეყვანა.

სიტუაციის გადასამოწმებლად „ ინფო რუსთავი“ #40 საბავშვო ბაგა-ბაღების გამგეს თინათინ ლოცულაშვილს დაუკავშირდა. ლოცულაშვილმა ყველა ბრალდება უარყო. მისი განცხადებით, ბაღში 2 ბაგა ჯგუფია, რომელსაც დიდი ყურადღება ექცევა, აღმზრდელები კი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უვლიან აღსაზღდელებს. რაც შეეხება გათბობას, ლოცულაშვილის განმარტებით, სისტემის მცირე დაზიანების მიუხედავად, ბაღში გათბობა არის და პატარებს ცივ ოთახებში ყოფნა არ უწევთ. ლოცულაშვილი ასევე გამორიცხავს ერთ საწოლში, ორი ბავშვის დაწვენის ფაქტს. „ ორი ბაგის ჯგუფი გვყავს, რომელსაც ძალიან დიდი ყურადღება ექცევა, ბაღში წელს შემოვიდა ახალი ინვენტარი, საწოლები, ლეიბები, ბალიშები და შემთხვევა რომ საწოლები საკმარისი არ ყოფილიყო ბავშვებისთვის არ გვქონია.“

#40 ბაგა-ბაღში რომ რომ გათბობის სისტემა ჩართულია ადასტურებს, გაერთიანების ხელმძღვანელი ეკა ხუციშვილი. „40 ბაღში არის ენერგოეფექტური სისტემა, სისტემის ორი ქვაბი ჩართულია, ერთი- დაზიანებულია და ველოდებით ნაწილს რომელიც უცხოეთიდან უნდა ჩამოვიდეს. მანამდე კი ჯგუფებში დამატებითი გათბობაა შეტანილი, ელექტრო გამათბობლები ისეთ ადგილას განვათავსეთ რომ ბავშვებისთვის ხელშეუხებელი იყოს“. ამის მიუხედავად, ხუციშვილი განმარტავს რომ ბაღში თავისუფალი დასწრება გამოცხადდა და თუკი მშობელს ბაღში არსებული სითბო არ აკმაყოფილებს შეუძლია თავისუფალი დასწრებით ისარგებლოს.

ეკა ხუციშვილი ასევე გამორიცხავს იმ ფაქტს რომ შესაძლოა ბავშვების სიმრავლის გამო, აღმზრდელებს აღსაზრდელები ერთ საწოლში დაეძინებინათ. „ბაღი აღიჭურვა ახალი ინვენტარით და საკმარისი საწოლებია იმისთვის რომ ბავშვებმა კონფორტულად დაიძინონ“

წყარო: inforustavi.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close