ბაღდათის ყოფილმა გამგებელმა, ირაკლი გეგეშიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა 3 დეკემბერს მოხდა.  გეგეშიძე გარდაცვლილი თბილისში, საკუთარ ბინაში იპოვეს. მომხდარ ფაქტს ბაღდათის გამგეობაში ადასტურებენ, თუმცა, თვითმკვლელობის მიზეზებზე არ საუბრობენ, აცხადებენ, რომ მათთვის ეს უცნობია.

ირაკლი გეგეშიძე ბაღდათის გამგებლის პოსტს 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იკავებდა. მანამდე ის ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული. 2016 წლის 25 აპრილს გეგეშიძე დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტზე დააკავეს. მას გამოძიება ბაღდათი-საკრაულას სამკილომეტრიანი გზის სარეაბილიტაცოდ გამოყოფილი თანხის გაფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. თუმცა, ის გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლეს. გეგეშიძემ მომხდარის გამო თანამდებობაც დატოვა.

შსს: მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები