საინტერესო

ბაქარ ორჯონიკიძე იუსტიციის სახლში იძულებით შეიყვანეს_ ,,ჩცდ”-ის მსახიობმა ცოლი მოიყვანა (ფოტოები)

ტელესერიალი ,,ჩემი ცოლის დაქალები”-ს მთავარმა გმირმა, სოფლიდან ჩამოსულმა მილიონერმა ბაქარ ორჯონიკიძემ, რეალურ ცხოვრებაში კი ბუბა მირცხულავამ ცოლი მოიყვანა. მისი რჩეული სოფო ანდღულაძეა. წყვილმა იუსტიციის სახლში მოაწერა ხელი. ხელმოწერა მხიარულ გარემოში ჩატარდა. მას წყვილის უახლოესი მეგობრები ესწრებოდნენ. პატარძალს თეთრი, ვარდისფერყვავილებიანი მოკლე კაბა და შავი ჩექმა ეცვა, ბუბა კი მაისურსა და პიჯაკში იყო გამოწყობილი. წყვილმა სტუმრებთან ერთად, იუსტიციის სახლთან უამრავი ფოტო გადაიღო. ,,ღმერთმა ბედნიერები ამყოფოთ, ძალიან უხდებიან ერთმანეთს”, ,,გილოცავთ. იხარეთ და იბედნიერეთ მუდამ”-ასე ულოცავენ მათ სოციალურ ქსელში.

.

.

.

.

Related Articles

Back to top button
Close