ეკონომიკა

,,ბატონო პრემერო! ეს არის ყველაზე ცუდი და ფუჭი, რისი მოფიქრებაც კი შეიძლებოდა…”

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი:

მომკალით და… ვერაფერი გავიგე!
(არადა, ძალიან ყურადღებით ვუსმინე პრემიერის გამოსვლას ეკონომიკასთან მიმართებაში)…

(1) როცა არ იცი საბოლოო შედეგი კრიზისისა, საუბარი იმაზე, რომ ახლა უკვე ნაბიჯებს დგამ პოსტკრიზისული პერიოდიდან ეკონომიკის სწრაფად გამოყვანაზე, – გითხრათ სიმართლე, არ ვიცი, ტექნიკურად როგორ უნდა განახორციელო!)

(2) თუ საუბარია ბიზნესების გადარჩენაზე (მცირე, საშუალო და დიდი მეწარმეები), მაშინ რა შუაშია ახლა 2 მლრდ ლარზე საუბარი, რომელიც მომავალში მიიმართება სესხების უზრუნველყოფაზე (გარანტია, %-ის დაფარვა და ა.შ.)

პრემიერს არაფერი უთქვამს ტექნოლოგიაზე:
”როგორ, რა მექანიზმით მიაღწევს ეს ფული მეწარმემდე”…

რაკი სესხი ახსენა პრემიერმა,
ე.ი. ბანკმა უნდა გასცეს სესხი მეწარმეზე და მთავრობა დაუფინანსებს %-ს და გარანტიას?!

თუ ეს ასეა, ეს მორიგი ცუდი საქციელია და იგივე შედეგი ექნება, რაც ბანკების უკანალში შეტენილ 1 მლრდ ლარს ქონდა, რომელიც თითქოს სოფლის მეურნეობას მოხმარდა!

ცენტრალური პრობლემა და სტრატეგიული შეცდომა შემდეგია:

1. სახელმწიფოს მიზნები და კომერციული ბანკის მიზნები სხვადასხვა სიბრტყეში მდებარეობს, სხვადასხვა ხასიათისაა და ფუნქციონალურადაც არათავსებადია!

თუ ბანკს ეუბნები, რომ აი, მე მაინტერესებს ადგილობრივი მრეწველობის განვითარება, მიეცი ფული ვისაც ჩათვლი და შეარჩევ შენი თვალთახედვიდან, მე კი დაგიფინანსებ %-ს და რაღაც დოზით ვიქნები გარანტი, მაშინ რას მოიმოქმედებს ბანკი?! შტერია სხვაგვარად იმოქმედოს (იხ. ქვემოთ!)?!

ბატონო პრემერო!
თუ ასე გინდათ გააკეთოთ, – ეს არის ყველაზე ცუდი და ფუჭი, რისი მოფიქრებაც კი შეიძლებოდა…

საქმე ისაა, რომ ბანკს არ ევალება სახელმწიფო პრობლემების გადაჭრა, მცირე-საშუალო ბიზნესისა და აგრარული მრეწველობის განვითარება: იგი გამოდის თავისი ვიწრო სწორი პოზიციიდან: გასცეს სეხხი განარტირებულად, მალე დაიბრუნოს ფული მოგებით და კიდევ შეაბრუნოს იგივე ციკლში… მას არ სჭირდება ფერმერები, მცირე მწარმოებლები… მას სჭირდება მოგების მაქსიმიზაცია!…

ბანკი ფულს გასცემს ლობირებულ იმპორტიორებზე, შემოათრევენ უამრავ პესტიციდებს (სოფლის მეურნეობას ხმარდება, აბა, ჩაიში არავინ ყრის ამ საწამლავს) და მიყიდიან სოფლად მწარმოებლებს… დიდი მოგებითა და… რა მერე? ასევე სხვა სფეროშიც…

არაფერი გამოვა აქედან!
ტყუიოლად იძახით, დასავლური ორიენტაციის ვართო…
არ ხართ თქვენ და არც თქვენი წინამორბედი ხელისუფლება იყო დასავლეთზე ორიენტირებული!

როგორ დადგა ევროპა ომის შემდომ ფეხზე., ნახეთ და … ველოსიპედს არ უნდა გამოგონება…

თუ ლიბერალურ იდეოლოგიას ვერ უღალატებთ:
”ბაზარი არეგულირებს ყველაფერს…” 

მაშინ ზოგადად უნდა ვთქვა, ვინც ასე ფიქრობთ:
”ეე, გრიშა, დეპოში ვართ, დეპოში! გაიღვიძე”;

Related Articles

Back to top button
Close