საზოგადოება

„ბასიანთან“ მომხდარ ინციდენტში ბრალდებული თამაზ ქვლივიძე დააკავეს

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ღამის კლუბ „ბასიანთან“ მომხდარ ინციდენტში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. თამაზ ქვლივიძე დღევანდელ პროცესს ესწრებოდა. ის დარბაზშივე დააკავეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „ბასიანის“ ინციდენტში ბრალდებულის საქმეზე პროკურატურის სარჩელი განიხილა.

13 იანვარს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, დაკავებულ ქვლივიძეს რამდენიმე დღეში თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.

პროკურატურამ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ღამის კლუბ „ბასიანთან“ ინციდენტის დროს პოლიციის ერთი თანამშრომელი და კლუბის დაცვის ორი წევრი დაიჭრა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close