,,ბარიდან 50 წლის თურქი და ქართველ გოგო გამოვიდნენ”- თბილისი სიძულვილისა და გარყვნილების ქალაქია…
ჯენი ბურჯანაძე, ფეისბუქმომხმარებელი:
_ გუშინ აღმაშენებელზე გახლდით. გზად მიმავალმა ანაზდად ერთ-ერთი ბარისკენ გავიხედე და ლამის იქვე მოვკვდი… შემზარა იმის ხილვამ, თუ როგორი ხვევნა-კოცნით გამოჰყავდა ბარიდან დაახლოებით 50 წლის ულვაშიან თურქს 15-იოდე წლის ქართველი გოგონა. შეუფერებელ წყვილს შეგნებულად ავედევნე. შევცდი. ნეტავი უკან არ გავყოლოდი და არც ის მოესმინა, რაც მოვისმინე:
_ხვალ მოხვალ?_ჰკითხა თურქმა დამტვრეული ქართულით გოგოს.
_მოვალ… ოღონდ, ღამე ვერ დავრჩები…
_უნდა დარჩეს, 50 დოლარს მოგცეს_გაიცინა თურქმა…
ოსმალოს გულისამრევ სიცილს ვერ გავუძელი და ქუჩის მეორე მხარეს გადავედი…
P.S.ვინ თქვა, თბილისს სიცოცხლის და სიყვარულის ქალაქად გადავაქცევო?! კალაძემ?! ეს აღარ მოხდება, აღარ!!! ვაგლახ, რომ თბილისი კარგახაია, უცხო თესლის საბოგინო პოლიგონია, სიძულვილის, გარყვნილების ქალაქია, სოდომია,გომორია, რომელიც გადაშენებით ემუქრება სრულიად საქართველოს მომავალს….