საზოგადოება

ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში 17-18 წლის გარდაცვლილი ბიჭები იპოვეს, მობილიზებულია პოლიცია

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები 17 -18 წლის ბიჭები არიან.

როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე ბადრი პაქსაძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ორი ადამიანის ცხედარი დახვდა.

მისივე ცნობით, ახალგაზრდები, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილები არიან.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close