საზოგადოება

“ახლიდან კონფლიქტს ვერ გავაღვივებთ” – დეპუტატი, საოკუპაციო ზოლის გადმოტანასთან დაკავშირებით

ახლიდან კონფლიქტს ვერ გავაღვივებთ, ჩვენი მიზანია, რომ მშვიდობიანად აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა – ეს განცხადება, გორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა თენგიზ ხუბულურმა გააკეთა.

ხუბულური გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში იმყოფებოდა, სადაც რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ზოლი გადმოწიეს და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი ადგილობრივების ყანებში ჩადგეს.

მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის შევიწროების საკითხი ძალიან მკაცრად დადგება 11 ივნისს ერგნეთში დაგეგმილ შეხვედრაზე. ხუბულური პროცესში საერთაშორისო საზოგადოების ჩართვის აუცილებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

„ერგნეთში შეხვედრები რომ გრძელდება, იქ დადგება ეს საკითხი ძალიან მკაცრად, ისე რომ არ ვიცი ეს დაუსრულებლად როდემდე უნდა გაგრძელდეს. ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, ჩვენი კურსი არის მშვიდობიანი, მოლაპარაკებით, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევით. ახლიდან კონფლიქტს ვერ გავაღვივებთ. ჩვენი მიზანია, რომ მშვიდობიანად აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ხელისუფლების მიზანი და დღე და ღამე მიდის ამაზე შრომა,“ – განაცხადა თენგიზ ხუბულურმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close