საზოგადოება

,,ახალი საქართველო” ირაკლი ჩხვირკიას გათავისუფლებას ითხოვს

პოლიტიკური პარტია ახალი საქართველო ირაკლი ჩხვირკიას გათავისუფლებას ითხოვს. გიორგი ვაშაძის პარტიაში აღნიშნავენ, რომ ,,ირაკლი ჩხვირკია უნდა გათავისუფლდეს! ჩვენ ვამზადებთ შუამდგომლობას, რომელსაც გავუგზავნით ყველა პარტიას და არასამთავრობო ორგანიზაციას.  მოვუწოდებთ მათ, მხარი დაუჭირონ ჩვენს ინიციატივას და ყველამ ერთად მოვითხოვოთ მისი გათავისუფლება. ძალა ერთობაშია!”

შეგახსენებთ, რომ თავისუფალი ზონის ყოფილი წევრი, ირაკლი ჩხვირკია და არასამთავრობო ორგანიზაცია კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, მერაბ ღოღობერიძე დააკავეს ბათუმის 11-12 მარტის არეულობის ორგანიზების ბრალდებით,ბის ცნობით, მათ ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მასობრივი არეულობის ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, ცეცხლის წაკიდება, იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება ანდა ხელისუფლების წარმომადგენლისადმი შეიარაღებული წინააღმდეგობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close