პოლიტიკა

,,ახალი პრემიერი წარმოადგენს კორუფციისა და ნეპოტიზმის უმაღლეს პროდუქტს”

,,ხალხის მრისხანებამ აღგავა ოლიგარქიული მთავრობა, რომელიც იმავ წუთს ჩანაცვლდა უარესით.

ახალი პრემიერი წარმოადგენს კორუფციისა და ნეპოტიზმის უმაღლეს პროდუქტს, მილიონახევრიანი ხელფასით, 6 ათასი მენეშენით ,,ცენტრპოინტში“ და ივანიშვილის ოჯახში საქართველოს რკინიგზის ბიუჯეტის კუთვნილი 1 მილიარდი ლარის გადარიცხვით. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანია, მოკლას ქართველი ხალხის სახელმწიფოებრივი ცნობიერება და გადააქციოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად და ჩვენი სამშობლო _ საკუთარ ბიზნესად.“_ ეს განცხადება ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა. მისივე თქმით, ოპოზიციის და ხალხის ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, რათა, რაც შეიძლება ჩქარა მივაღწიოთ რეჟიმის შეცვალს.

,,ამისთვის ერთდერთი გამოსავალი არის არსებული პარლამენტის თვითდაშლა, ვადამდელი საპარალმენტო არჩევნები, რასაც სათავეში უნდა ჩაუდგნენ ოპოზიციური პარტიები და ჩვენ ამ საკითხებზე უკვე ვმუშაობთ“_ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close