საზოგადოება

ახალგაზრდები მდუმარე აქციას აანონსებენ

თბილისში, ვერაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობას 4 დეკემბერს ახალგაზრდები 51-ე საჯარო სკოლასთან მდუმარე აქციით გააპროტესტებენ. მშვიდობიანი აქციის შესახებ ფეისბუქზე დაანონსდა.

“4 დეკემბერს 20:00 საათზე 51-ე საჯარო სკოლასთან ახალგაზრდები ამ შემზარავ და ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით ვიკრიბებით და ვაწყობთ მდუმარე აქციას, ვინაიდან ის რაც დღეს ჩვენს მეგობრებს შეემთხვა, ის რაც ჩვენს ქალაქში და ქვეყანაში ხდება, არის უდიდესი ტკივილის და შიშის შეგრძნება. ჩვენ, ახალგაზრდებს გვაწუხებს ეს ყველაფერი და ვფიქრობთ, რომ ჩვენც უნდა გვისმენდეს საზოგადოება. არ გვინდა გვეშინოდეს სკოლაში წასვლის, ქუჩაში გავლით! ჩვენ გვინდა სიცოცხლე და გვინდა განვითარება!”, – წერია ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close