საზოგადოება
აღდგომის კვირაში სიკვდილი არ ნიშნავს ავტომატურად სამოთხეში მოხვედრას
საზოგადოებაში ღრმად არის ჩაბეჭდილი აზრი, რომ აღდგომის კვირაში გარდაცვლილი ყველა ადამიანი, მისი ჩადენილი ცოდვების მიუხედავად, სამოთხეში ხვდება. საინტერესოა, რელიგიურადაც ასეა, თუ ეს უბრალოდ, საზოგადოებაში არასწორად დამკვიდრებული დამოკიდებულებაა?
ამის დასაზუსტებლად ვესაუბრე ერთ-ერთ სასულიერო პირს, რომელმაც მითხრა, რომ მართალია, ამ კვირაში ბევრი ცოდვა მიგვეტევება, მაგრამ ადამიანის მკვლელი, მხოლოდ იმის გამო, რომ აღდგომის კვირაა, არანაირად არ მოხვდება სამოთხეში.
ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღდგომის კვირაში სიკვდილი არ ნიშნავს ავტომატურად სამოთხეში მოხვედრას.
ნეკა ნათელაშვილი