საზოგადოება
ასოს შეცვლა – მხიარული აპიზოდები ადვოკატთა ცხოვრებიდან
მხიარული აპიზოდები ადვოკატთა ცხოვრებიდან
ციცო ცხვედიანი, ადვოკატი:
,,ასოს შეცვლა
ერთი ჩემი მეგობარი ადვოკატი ქალბატონი რანდენიმე წელიწადი ერთ-ერთი რაიონის მოსამართლე იყო. იხილავდა ერთ-ერთ სამოქალაქო საქმეს უდავო წარმოებით. განმცხადებელი მოხუცი კაცი იყო, გვარში თუ სახელში ერთი ასო არასწორად ეწერა და ამის გასწორება უნდოდა. ჩემმა მეგობარმა, როგორც წესია, ჰკითხა განმცხადებელს, რას ითხოვო.
_ ბევრი არაფერი მინდა, შვილო, მარტო ასო შემიცვალეო, – სთხოვა მოხუცმა.
– პატივცემულო, მე აქ გადაწყვეტილებები გამომაქვს, ასოს შეცვლა თუ გინდა კუზანოვს მიაკითხეო, – უპასუხა ჩემმა მეგობარმა”.