კატეგორიის გარეშე
„არც ფქვილი აქვს, არც კვერცხი, არც ხარშვა სჭირდება“
კრემის რეცეპტი შეფმზარეულ ალეკო ჯავაშვილისგან

.
აიღეთ 3 ერთნაირი ჭიქით რძე, ზეთი (უმჯობესია ზეითუნის), შაქარი და კაკაო ვანილით.
ჩავასხათ ჭურჭელში რძე. დავამატოთ ზეთი, შაქარი, ვანილიანი კაკაო და დავიწყოთ ხელის ბლენდერით თქვეფა (როგორც მაიონეზის მზადებისას). რამდენიმე წამში კრემი მზადაა. აუცილებლად შედგით რამდენიმე საათით მაცივარში, რომ გამყარდეს. თუ მაშინვე გინდათ გამოყენება და უფრო მყარი მასა გჭირდებათ, ზეთი დაამატეთ და ბლენდერით თქვეფა განაგრძეთ. მივიღეთ კრემი, რომელსაც არც ფქვილი აქვს, არც კვერცხი, არც მოხარშვა უნდა და წამებში კეთდება, – ამბობს შეფმზარეული.