პოლიტიკა

,,არცერთ პოლიტიკოსს დასვენების უფლება ჯერ არ დაუმსახურებია, მით უფრო ხალხისგან მოპარული რესურსით”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ რომ არა გუგუტიანთკარში მომხდარი მორიგი ტრაგედია, ქვეყანა ალბათ ვერც გაიგებდა, რომ ქვეყნის უბედნიერესი პრეზიდენტი ლოპოტაზე, ხოლო გორის ბედნიერი მერი გონიოში ისვენებს. დანარჩენი პოლიტ და მმართველობითი ელიტა მოფენილია დედამიწის ყველაზე ძვირადღირებულ კურორტებზე ჰავაის ვაიკიკიდან დაწყებული, კარიბის ზღვით დაგვირგვინებული, ხოლო მათ მიერ ამ სეზონისათვის მითვისებულ, გაფლანგულ, კაზინო-ყომარბაზობაში გაფანტული თანხა ქვეყნის წლიურ ბიუჯეტს შეადგენს. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება აღნიშნულ ჭეშმარიტებაში, მაშინ ყველამ დავწეროთ საზაფხულო დეკლარაციები და ყველაფერი მარტივად გაირკვევა—–თუმცა მაგის გარეშეც ეს ზაფხულიც მე აქ პარტიაში გავატარე. ღრმად მაწამს, რომ არცერთ პოლიტიკოსს დასვენების უფლება ჯერ არ დაუმსახურებია, მით უფრო ხალხისგან მოპარული რესურსით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close