პოლიტიკა

,,ოკუპანტი სახელმწიფოს სპეცსამსახურებიდან დაფინანსებულ ყველა პოლიტიკურ ძალას უნდა აეკრძალოს არსებობა”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ ახლა არ ვსაუბრობ იმაზე, ქართულ პოლიტიკაში ვინ კარგი ვართ და ვინ ცუდი. ეს ისეთივე დაუსრულებელი თემაა, როგორც ქათმის და კვერცხის გაჩენასთან დაკავშირებული პერიპეტიები. პირდაპირ გეტყვით, დღეს პუტინ-ივანიშვილის ზონდერ სპეც-რაზმი, გვარდია–მხედრიონი ყველაზე ცუდი გაგებით, შულავერის კომიტეტი და ლენინის მეთერთმეტე საოკუპაციო არმია ერთდროულად არის პატრიოტთა ალიანსად წოდებული მოსკოვის სპეც–ბატალიონი. ისინი ნებისმიერ დროს დაშლიან და ნაწილ-ნაწილ ჩააბარებენ საქართველოს მტერს, გააჩაღებენ სამოქალაქო ომს. გაჟლეტავენ ქართველ ხალხს ვინც მათსავით არ იყიდება მტერზე და საერთოდ ოკუპანტი სახელმწიფოს სპეცსამსახურებიდან დაფინანსებულ ყველა პოლიტიკურ ძალას უნდა აეკრძალოს არსებობა საკანონმდებლო წესით. ეს მალე ასეც მოხდება.

Related Articles

Back to top button
Close