პოლიტიკა

,,არცერთი მსჯავრდებული არ ადასტურებს გამოკითხვის პროცესს” _ პატიმრები შიმშილობას იწყებენ

ნატალია ხოხიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალი თაობა–დემოკრატიული საქართველოსთვის” თავმჯდომარე:

_ ჩვენ, ორგანიზაციებს ცოტა დაფიქრება გვმართებს, როცა რაღაც თემაზე ვაქვეყნებთ ანგარიშსს და ორმაგად უნდა დავფიქრდეთ, თუ ეს ანგარიში ისეთ სენსიტიურ თემას ეხება როგორიცაა პენიტენციალური დაწესებულება, 2012 წლის შემდეგ ეს თემა განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს ხალხისთვის.

სამწუხაროა, როცა ანგარიშს აქვეყნებს ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია როგორიცაა ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი” და ასევე, სახალხო დამცველის აპარატი, მსგავსი ანგარიში რამოდენიმე წლის წინ სახალხო დამცველის აპარატმა გამოაქვეყნა, მაშინ ხელმძღვანელი იყო უჩა ნანუაშვილი, დღეს კი იგივე ანგარიში უკვე მისმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა. სახალხო დამცველის აპარატს აქვს უფლება შეუზღუდავად შევიდეს და მონიტორინგი გაწიოს ციხეებში და რატომ გადასცა ეს უფლება ნანუაშვილმა თავის ორგანიზაციას? თუ შედიხარ, მაშინ რეალური სურათი მაინც გამოიტანე.

 დაფიქრდნენ მაინც იმ ოჯახებზე, ვისაც მსჯავრდებულები ყავთ ან თავად მსჯავრდებულებზე? ან ვინ გამოკითხეს, არცერთი მსჯავრდებული არ ადასტურებს გამოკითხვის პროცესს. დღეს საკმაოდ მშვიდი ვითარებიდან მივიღეთ მდგომარეობა როცა 100 მეტი მსჯავრდებული, რომლებიც დაუზუსტებლი, ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო არიან შეურაცხყოფილები, იშიმშილობენ და ბოდიშის მოხდას ითხოვენ, ნამდვილად კეთილი ინებონ და მათ, მათ ოჯახებს და საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ. ყველაფერი წესრიგშიაო ამას არავინ ამტკიცებს, მაგრამ განსხვავებას ვერ ხედავთ, სამინისტრო მინისტრი მოადგილეები მუდმივად მზად არიან ყველა პრობლემაზე ჩვენთან ერთად იმუშაონ და აღმოფხვრან. ამ დროს რომ ასეთ დეზინფორმაციას გაავრცელებ ამას სხვა სუნი უდის და რეალურად პრობლემის გადაჭრასთან საერთო არაფერი აქვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close