მსოფლიო

არჩევნები აზერბაიჯანში _ გამარჯვებული ილჰამ ალიევის პარტიაა

აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მაზაჰირ პანახოვმა საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა. მონაცემების მიხედვით, არჩევნებში კვლავ, ილჰამ ალიევის პარტიამ “ახალი აზერბაიჯანი” გაიმარჯვა.

აზერბაიჯანის ცესკოს მიხედვით, პრეზიდენტის პარტია პარლამენტში 125 იდან 65 ადგილს მიიღებს. დაახლოებით, ამდენივე იქნება უპარტიო ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატების რიცხვიც. რაც შეეხება ოპოზიციას, სავარაუდოდ ოპოზიციიდან პარლამენტში მხოლოდ 1 კანდიდატი მოხვდება.

წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას გამოეხმაურა, აზერბაიჯაინის ვიცე-პრემიერი, ალი ახმედოვი. “ჩვენ მადლობას ვუხდით ჩვენს პარტიას, ყველა კანდიდატს და ასევე, ყველა ამომრჩეველს, რომელმაც მხარი დაგვიჭირა”,— განაცხადა ახმედოვმა.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში, გუშინ, 9 თებერვალს გაიმართა. არჩევნებში მონაწილეობა 1314 კანდიდატმა მიიღო, საიდანაც პოლიტიკური პარტიების წევრია 246. არჩევნებზე საკმაოდ დაბალი აქტივობა იყო და 47% შეადგინა.

წინა საპარლამენტო არჩევნებზე 2015 წელს, ალიევის პარტიამ 69 მანდატი მიიღო, ხოლო 53 ოლქში დამოუკიდებელმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს. პარტია, “ახალი აზერბაიჯანი” 1992 წელს ილჰამ ალიევის მამამ, აზერბაიჯანის წინა პრეზიდენტმა ჰეიდარ, ალიევმა დაარსა.

ამ დროიდან მოყოლებული პარტია ყველა საპარლამენტო არჩევნებში ხმათა მინიმუმ 50%-ს იღებს. პარტიის თავმჯდომარე ილჰამ ალიევია.]

წყარო: ტაბულა

Related Articles

Back to top button
Close