საზოგადოება

,,არჩევნებიც გვერდში მოგვრჩება, ტურიზმიც და ეკონომიკაც, როცა შავ პარკში ჩაგვდებენ და სახელდახელოდ გათხრილ მიწაში ჩაგვფლავენ”

,,ამ სიტუაციას ახლა სრული ლოკდაუნის გარდა აღარაფერი უშველის"

დიდი იმედი მაქვს, დადგება დრო, როცა საქართველოს მთავრობა პასუხს აგებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე პანდემიის არასათანადო მართვისა და საკუთარი მოქალაქეების წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის.
მაგრამ მანამდე ალბათ კიდევ ასეულობით სიცოცხლეს წაიღებს ვირუსი.
რა კვების ობიექტების ერთი საათით ადრე დახურვა,
რა ქუჩების მორეცხვა,
რა ფესტივალების შეზღუდვა,
დაგვცინით?
ამ სიტუაციას ახლა სრული ლოკდაუნის გარდა აღარაფერი უშველის და ვინც ისევ ფიქრობს, “რაიშ ლოკდაუნი”, ისინიც ხელისუფლების მსგავსად დამნაშავეები არიან.
კი, არჩევნებიც გვერდში მოგვრჩება, ტურიზმიც და ეკონომიკაც, როცა შავ პარკში ჩაგვდებენ და სახელდახელოდ გათხრილ მიწაში ჩაგვფლავენ.
ააა, ბოდიში, ინდოეთივით ეფექტური კადრები ვერ გვაქვს, ხო? აი მოედნებზე დანთებული ცეცხლები კრემაციისთვის. წარმოიდგინეთ, რა მაგარი ვიზუალი გვექნებოდა არა? აფსუს.
ჩვენ კი ძალიან ბანალურად, შავ პარკში გახვეული უბრალო მკვდრები გვყავს, ყოველ დღე 60 და იმათაც მალვა-პარვით ვასაფლავებთ, ფიმფაფოების გარეშე.
ბოდიში, თუ ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ, ზაფხულის თბილი საღამო აგიმყრალეთ.
რას ვიზამთ, სიკვდილი უფრო ყარს.
პ.ს. კი, სარკეები გამომელია. არაფერი კარგად არ არის.
ნინო თარხნიშვილი,ჟურნალისტი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close