პოლიტიკა

არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა _ ნაც-ქოცური გარიგების დეტალები (ექსკლუზივი)

euronews. ge -ს სანდო წყარომ შეატყობინა, რომ საქართველო, შეიძლება, კვლავ  გახდეს ივანიშვილსა და ნაცმოძრაობას შორის მიღწეული გარიგების მსხვერპლი. როგორც გვაცნობეს, ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის შეთანხმება მიღწეულია. ამ შეთანხმების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტად ნაცმოძრაობის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, გრიგოლ ვაშაძეს გაიყვანენ. ახალი პრეზიდენტი კი მოქალაქეობას აღუდგენს მიხეილ სააკაშვილს. ასევე, მას შეიწყალებს იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელზეც უკვე დამდგარია სასამართლო განაჩენი.

საინტერესოა, ამ ყველაფერზე რას იტყვის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც, როგორც ოცნებისტები ამბობენ, ,,შავი ჭირი” მოაცილა საქართველოს და იხსნა მიშას კლანჭებისაგან. წყარო ამბობს, რომ ეს საკითხიც წინასწარ გადაწყდა შეთანხმებაზე. თურმე ივანიშვილი იტყვის, რომ ნაცმოძრაობის კანდიდატი პრეზიდენტად ხალხმა აირჩია და ის არჩევნებში არ ჩარეულა. სამაგიეროდ, ამ გარიგებით, ბიძინა მიიღებს  სრულ ქონებრივ და სამართლებრივ ხელშეუხებლობის გარანტიებსო.

რაც შეეხება გარიგების  შუამავლებს. ისინი პატარა ფიგურები ნამდვილად არ არიან. წყაროს მტკიცებით, ერთ-ერთი გახლავთ ევროპის სახალხო-ქრისტიანული პარტიის თავმჯდომარე, ფრანგი პოლიტიკოსი ჟოზეფ დოლი, რომელიც, თურმე, დიდი ხანია ივანიშვილისგან  ფინანსდება ოფშორების საშუალებით. შემდგომი შუამავლები  სააკაშვილის უცვლელი ლობისტი, ამერიკელი სენატორი ჯონ მაკ-კეინი და გიგა ბოკერიას ,,ქოლგა”, ამერიკის სამხედრო დაზვერვის ცნობილი ფიგურა ვარდების რევოლუციიდან, ბრიუს ჯექსონი არიან.

გარიგების ეს მოდელი ბუნებრივია, აწყობს ნაცმოძრაობიდან გამოყოფილ ბოკერია-ბაქრაძის ჯგუფსაც. თურმე დოლის შუამავლობით იქნა მიღწეული თავდაუსხმელობის პაქტი ნაცმოძრაობის ამ ორ ფრთას შორის რამდენიმე თვის წინ, რაც ამ შეთქმულების ერთ-ერთი პუნქტი ყოფილა. როგორც წყარო ამტკიცებს, ამ ორ ძალას – ნაცმოძრაობას (ძველ-ახლიანად) და,, ქართულმა ოცნებას“ ამგვარი შეთანხმება ჰქონდათ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც და ერთად დააკანონეს გაყალბებული არჩევნებიო. თურმე ასეთივე გარიგება მომხდარა კახი კალაძის თბილისის მერად არჩევის დროსაც, რომლის ეგზიტპოლებიც  ,,რუსთავი-2“ მა გამოაცხადა.

წყაროს, რომელმაც ეს ინფორმაცია მოგვაწოდა, შეცდომაში არასდროს შევუყვანივართ. ასე, რომ დიდი ალბათობით ოქტომბერში, მორიგ ნაც-ქოცურ შეუღლებას ქორწილით აღვნიშნავთ. აი, მაშინ კი ,,ეშველება” ჩვენს ქვეყანასაც და ხალხსაც.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close