საზოგადოება

,,არემჯი გოლდი”-ს ტერიტორიაზე დაშავებული ახალგაზრდა რეანიმაციაში იმყოფება

ნინო მიქიაშვილი, ჟურნალისტი:

_ ამ წუთას ვარ “ნიუ ჰოსპიტალში”. ვწერ იმას, რისი გარკვევაც შევძელი დანაშაულებრივი კომპანია “არემჯი გოლდის” სალიცენზიო ტერიტორიაზე (ან ამ ტეროტორიასთან ახლოს) დაშავებულ ადამიანზე. ამ საავადმყოფოს რეანიმაციაში მრავლობითი მოტეხილობებით წევს 28 წლის ალექსანდრე აკოფაშვილი. მას გუშინ საღამოს ოპერაცია გაუკეთეს. მისი მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ვერც დღეს და ვერც ხვალ პალატაში ვერ გადაიყვანენ. იგი თიხის მოპოვების დროს მოყვა მიწის დიდი ფენის ქვეშ.

რა მოხდა, ამ წუთას საავადმყოფოში დაშავებულის ოჯახის წევრები არ არიან. საავადმყოფო ვიდეოკომენტარზე უარს ამბობს, ოჯახის წევრების თანხმობის გარეშე. ალექსანდრე აკოფაშვილის დას კლინიკიდან დაურეკეს და მან უარი თქვა იმაზე, რომ ექიმმა მისი ძმის ჯანმრთელობაზე კომენტარი მომცეს

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close