საზოგადოება

,,არა მგონია, სტრასბურგის ვერდიქტმა რუსეთს კანკალი დააწყებინოს”

,,ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა „აღიარებს“ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დაცინვაა"

   ვფიქრობ, მორიგი საკენკი დაგვიყარეს და ჩვენც , როგორც ყოველთვის, გულზე მჯიღს ვირტყამთ-რუსეთი მივაჩმორეთო!
ვკითხულობ, საკმაოდ ემოციურ სტატუსებს(არის ხბოს აღტაცებაც და ირონიაც!) სოციალურ ქსელში და ვცდილობ, გავაანალიზო, როგორ შეაფასა ქართულმა საზოგადოებამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება.
ბუნებრივია , მოსაზრებები განსხვავებულია, მაგრამ, მაინც აღფრთოვანება სჭარბობს-საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს მიაჩნია, რომ სამართალმა პური ჭამა და რუსეთი , როგორც აგრესორი, საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთხელ გაშიშვლდა.
საზოგადოების გარკვეული ნაწილი (ვფიქრობ , ობიექტურად)კი მიიჩნევს , რომ ეს არის მორიგი სატყუარა და ფარატინა ფურცელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მხრიდან, რომელსაც არსებითი შედეგები (სანქციები)არ მოჰყვება!
თუმცა, არავინ ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ ეს არა იმდენად სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომლის მიზანი ჩვენი „გულის მოგება“, ყურადღების არაარსებითზე გადატანა და რუსეთის გაღიზიანებაა.ეს უკანასკნელი კი უფრო ძვირად გვიჯდება ყოველთვის, ვიდრე ,საერთაშორისო სტრუქტურების აღშფოთება -შეშფოთებაა. დარწმუნებული ვარ, დაახლოებით იგივე შედეგს მივიღებთ სტრასბურგის გუშინდელი გადაწყვეტილების შემთხვევაშიც!
ჯერ ერთი, რა გადაწყვეტილებაც მიიღო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით- რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევის თვალსაზრისით, ახალი ამაში არაფერი არ არის-ეს მთელმა მსოფლიომ ისედაც იცოდა.
სხვათაშორის, ცივილიზებულმა მსოფლიომ, ისიც მშვენივრად იცის, რომ რუსეთს ყურებს ადვილად ვერ აუწევს და ისიც, რომ , ასეთი სანქციებით თითებს ვერ მოაკაკვინებს-როგორც წესი, რუსეთი საერთაშორისო სანქციებს არ ემორჩილება!
მეორეც, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენთვის ეფექტური და ხბოს აღტაცების საბაბი მაშინ იქნებოდა, რუსეთი აგრესორად და ქართული ტერიტორიების მიმტაცებლად ეღიარებინა მისთვის თანმდევი სანქციებით.არადა, ამის უფლება არა ადამიანის უფლებათა სასამართლოს, არამედ, გაეროს უშიშროების საბჭოს პრეროგატივაა, რომელიც მთელი 12 წლის მანძილზე საეჭვოდ დუმდა და დღესაც დუმს! ის, რომ , საერთაშორისო თანამეგობრობა „აღიარებს“ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დაცინვაა და მეტი არაფერი!
„ყვავს კაკალი რომ გააგდებინო, ისიც ხეირიაო“, ამ პრინციპიდან თუ მივუდგებით,(იგულისხმება კომპენსაცია რუსეთის მხრიდან მიყენებული ზიანის გამო) კი, ბატონო , მაგრამ, აგვისტოს მოვლენებიდან 12 წლის გასვლის შემდეგ, ასეთი ფარატინა ქაღალდით გულის წასვლამდე აღტაცება, ისევ და ისევ ქართული ხასიათის კიდევ ერთხელ გამოვლინება მგონია-შეგვიძლია ბუზი სპილოდ ვაქციოთ!
ზემოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება ვახსენე-სტრასბურგის ვერდიქტი საეჭვოდ დაემთხვა ჯო ბაიდენის ინაუგურაციას. არადა, 12 წელი ამ გადაწყვეტილების მიღებას არ უნდა დასჭირვებოდა.მითუმეტეს, ეს კერძო სარჩელი არ ყოფილა სტრასბურგის სასამართლოში.
მთავარი ნაღმი, რაც ამ გადაწყვეტილებას ახლავს თან, რუსეთის ფაქტორია-არა მგონია, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ვერდიქტმა რუსეთს კანკალი დააწყებინოს, ან მიტაცებულ საქართველოს ტერიტორიებთან მიმართებაში კრიტიკულად გადახედვის სურვილი აღუძრას!პირიქით კი შეიძლება მოხდეს-მოზეიმე ქართველების შემყურემ პროვოკაციები კიდევ უფრო გააძლიეროს!
ერთი რამ ფაქტია:ის, რომ, არც დღევანდელ ხელისუფლებას უცდია რუსეთთან პირდაპირი გასვლა და რაღაც კომპრომისებზე წასვლით (საერთაშორისო ფორმატით აღჭურვილი აბაშიძე-კანასინის კომისია წყლის ნაყვა და თავის მოტყუებაა)საერთო ენის გამონახვა, აშკარად მეტყველებს, რომ მთელი 30 წელიწადია საქართველოს უცხო ძალებისგან მართული , მარიონეტი ხელისუფლება ჰყავს, რომელსაც რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს!
და კიდევ:დღეს, როცა გალიებში დაგვამწყვდიეს და არ ვიცით , რა პერსპექტივა ელოდება სამყაროს, რაღა დროს სტრასბურგის სასამართლოთი აღტკინებაა.ცოტა ტვინი გავანძრიოთ და გონებაც დავძაბოთ.
დაგვცინიან!
ზაურ ბაჭყებია, პუბლიცისტი
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close