პოლიტიკა

,,არაუშავს ირაკლი, როდესაც ომი მორჩება, შეგიძლია, მერეც არ ჩამოხვიდე”

,,ქართველებო, ძმებო, მოითმენთ თუ საჯაროდ აუხსნით ღარიბაშვილს, რა უნდა გააკეთოს?"

,,საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა. სტოკჰოლმის სინდრომმა შეგიპყროთ? პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სანქციები მის ქვეყანას სერიოზულ ზიანს მოუტანს. პარლამენტიც კი არ იკრიბება ამის განსახილველად.
ყველაზე მეტად კი უბრალო შეკითხვაზე გაცემულმა პასუხმა გამაოცა – აპირებდა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი კიევში სოლიდარობის ნიშნად ჩამოსვლას? პრემიერმა უპასუხა, რომ უკრაინის ცა დაკეტილია.
არაუშავს ირაკლი, როდესაც ომი მორჩება და ჩვენს ცაზე, სამხედროს მაგივრად, სამგზავრო თვითმფრინავები იფრენენ, შეგიძლია მერეც არ ჩამოხვიდე
ქართველებო, ძმებო, ეს როგორ მოგწონთ? დაგავიწყდათ, როგორ ჩამოფრინდა უკრაინის პრეზიდენტი, როდესაც 2008 წელს რუსული ტანკები თბილისისკენ მოდიოდნენ? მოითმენთ თუ საჯაროდ აუხსნით ღარიბაშვილს რა უნდა გააკეთოს?” | წერს რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში.
წყარო: მთავარი არხი
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში მონაწილეობას არ აპირებს.როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით მიიღეს.

„გავეცანით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს, რომელიც მოჰყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას, ვგულისხმობ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს. მინდა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ საქართველო ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში. აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას. მე როგორც პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე და მთავრობის მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაზე, ვიხელმძღვანელებ მხოლოდ ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close