ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო სტატუსს აქვეყნებს:
.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის სამოსია, სულს რომ აცვია:
ჩვენი რწმენა – სიცოცხლის საზრისი;
ჩვენი ენა – სამყაროს ქართული ხედვით აღქმა, გაცნობიერება და გამოთქმა;
ჩვენი აზრი – სიბრძნით ჭეშმარიტების გამოხატვა;
ჩვენი ლიტერატურა – მხატვრული სახე, რომელიც არა მხოლოდ ასახავს ცხოვრებას, არამედ ქმნის კიდეც;
ჩვენი მუსიკა – დიდებული პოლიფონია და ჰარმონიული ბგერა, რომელსაც ღმერთის, სამყაროს, სამშობლოსა და ადამიანის გამოხატვა ერთდროულად შეუძლია;
ჩვენი ცეკვა – მოძრაობით სივრცის დაუფლება ისე, როგორც ეს არავის ძალუძს ღმერთის შვილების გარდა;
ჩვენი ღვინისა და ხორბლის კულტურა – ადამიანის ფიქრის, გარჯისა და სულის სინათლის ორი ნაყოფი, რომლებიც ღვთაებრივ ბუნებასთან ზიარებას ყოველდღიურ დღესასწაულად აქცევს.
სანამ ქართველს ეს სამოსი ამშვენებს, ვერც მას და ვერც საქართველოს ვერავინ დააჩოქებს – ის არის ჭეშმარიტებაც, ძალაც, ღირსებაც, მშვენიერებაც და ახალ გამარჯვებათა დიდებული საწყისიც.
არასდროს არაფრის შეგეშინდეს, საქართველოვ – ჩვენ ყოველთვის ვიქნებით!
განა შეიძლება ნათლის სამოსი შემოგვეძარცვოს?!“