საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ. ამის შესახებ, მათ, დღეს 5 ივნისს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

მათივე განცხადებით, ისინი არ დაასახელებენ მთავარი პროკურორობის კანდიდატს და მხოლოდ ახალი იუსტიციის მინისტრის პირობებში გამართავენ კონსულტაციებს მთავარი პროკურორობის კანდიდატთან დაკავშირებით.

მთავარი პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვანების მკვლელობის გამო, ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა. ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვანის დათო სარალიძის მამა, მთავარ პროკურატურას დანაშაულის ჩამდენების მფარველობაში ადანაშაულებს.

წყარო: netgazeti.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close