აპოკალიფსი დედამიწაზე – საფრთხე რეალურია?
„უნდა ვიპოვოთ ეს ფარული საფრთხეები, ვიდრე ძალიან გვიანი არ არის"

ბრაზილიელი, ფრანგი და იტალიელი მეცნიერების განცხადებით, სამი მასიური ასტეროიდი, რომლებიც ვენერას სიახლოვეს იმალებოდა, შესაძლოა დედამიწას შეეჯახოს.
.
„გამანადგურებელი“ ასტეროიდები, რომელთა ზომაც 100-დან 400 მეტრამდე მერყეობს, შეიცავს ენერგიას, რომელიც ჰიროსიმაში ჩაგდებულ ატომურ ბომბზე მილიონჯერ ძლიერია.
ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ჟურნალში Astronomy and Astrophysics გამოქვეყნდა, ასტეროიდები – სახელწოდებით 2020 SB, 524522 და 2020 CL1 ვენერას უკან იმალებოდნენ და მზის კაშკაშა სინათლის გამო, დედამიწიდან მათი დანახვა შეუძლებელი იყო. “ვენერას თანამდევები” (Venus co-orbitals) ახლა უკვე საკმაოდ ახლოს არიან დედამიწის ორბიტასთან.
დამანგრეველი მასშტაბები
ასტეროიდების ზომა საკმარისად დიდია იმისთვის, რომ ქალაქები გაანადგუროს. მეცნიერების შეფასებით, მათი შეჯახება შექმნის დაახლოებით 3 კმ-ზე ფართო კრატერს და გამოიწვევს კატასტროფულ ხანძრებსა და ცუნამებს. აფეთქების ენერგია კი ჰიროსიმას ატომურ ბომბზე მილიონჯერ მეტი იქნება.
არასტაბილური ორბიტები – მზარდი რისკი
განსხვავებით სხვა ასტეროიდებისგან, რომლებიც დედამიწის სიახლოვეს ბრუნავენ, ამ სამ ასტეროიდს არ აქვს სტაბილური ორბიტა. მეცნიერების თქმით, მცირე გრავიტაციულმა ძალამაც კი – მაგალითად, სხვა პლანეტის ან ასტეროიდის გავლენამ, შეიძლება მათი მარშრუტი შეცვალოს და დედამიწისკენ მიმართოს.
ყველაზე დიდი საფრთხე ასტეროიდებისგან მათი მინიმალური ორბიტული გადაკვეთის მანძილია – ანუ ის წერტილი, სადაც მათი ორბიტა ყველაზე მეტად უახლოვდება დედამიწისას. სამივე ასტეროიდს აქვს MOID 0.0005 ასტრონომიულ ერთეულზე (AU) ნაკლები, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ზოგჯერ უფრო ახლოს არიან დედამიწასთან, ვიდრე მთვარეა.
“მათი ორბიტები ვენერას მიჰყვება, მაგრამ ეს არ გვიცავს. მათ მაინც შეუძლიათ გზა გადაკვეთონ და დედამიწას შეეჯახონ”, – ამბობს კვლევის ხელმძღვანელი ვალერიო კარუბა სან-პაულოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.
ყურადღება და მოქმედება აუცილებელია
ამჟამად ცნობილია ვენერას თანმდევი 20 ასტეროიდის შესახებ, მაგრამ მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ჯერ კიდევ ბევრია შეუმჩნეველი, რადგან ისინი მზის შუქით დაფარულ სივრცეში იმყოფებიან და დედამიწიდან ვერავინ ხედავს.
მიუხედავად იმისა, რომ მომავალში ჩილეში აშენებული Rubin Observatory მსგავსი ტელესკოპები უკეთესი აღმოჩენებისთვის მზადდება, მეცნიერები ფიქრობენ, რომ აღმოჩენიდან შეჯახებამდე შეიძლება მხოლოდ 2-4 კვირა გვქონდეს რეაგირებისთვის. ამიტომ ისინი ითხოვენ ვენერას სიახლოვეს სპეციალური კოსმოსური ზონდის განთავსებას, რომელიც დააკვირდება იმ რეგიონს, რასაც დედამიწიდან ვერ ვხედავთ.
“უნდა ვიპოვოთ ეს ფარული საფრთხეები მანამ, ვიდრე ძალიან გვიან არ არის”, – წერენ მეცნიერები დასკვნაში.
რამდენად რეალურია შეჯახების საფრთხე?
ამ ასტეროიდების ზომიდან, ენერგეტიკული პოტენციალიდან და არაპროგნოზირებადი ორბიტებიდან გამომდინარე, ისინი მხოლოდ თეორიულ საფრთხეს არ წარმოადგენენ. მათ შეუძლიათ, საჭირო პირობების არსებობის შემთხვევაში, დედამიწაზე დამანგრეველი ზემოქმედება მოახდინონ.
ამბები.ჯი