ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპულ სპეცრაზმელს დღეს დაკრძალავენ

ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპულ სპეცრაზმელს დღეს დაკრძალავენ. დილიდან ქაშუეთის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, სადაც მოქალაქეები მიდიან და დაღუპულის ხსოვნას პატივს მიაგებენ. დაკრძალვამდე ტაძარში ვანო გოლოშვილს სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაუხდიან. 14:00 საათზე კი ცხედარს მუხათგვერდში გადაასვენებენ და ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.
სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.
41 წლის სპეცრაზმელი კონტრტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობისას თავის არეში დაიჭრა. კლინიკაში მიყვანისას მას ქალატვინის მძიმე ტრავმა აღენიშნებოდა, რის გამოც მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ივანე გოლაშვილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.
სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.
წყარო: /imedinews.ge