საინტერესო

ანასტასია ბენდუქიძე მეორე შვილს ელოდება

„18 წლის ვიყავი, როცა გავიგე, რომ კახა მამაჩემი იყო, ხუთი რამ დამიბარა სიკვდილამდე...“

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, კახა ბენდუქიძის შვილი, ანასტასია ბენდუქიძე და მისი ქმარი, ბიზნესმენი ივანე მხეიძე მეორე შვილს ელოდებიან. ჯერჯერობით ანასტასია ბავშვის სქესზე არ საუბრობს, მაგრამ ორსულობის ფოტოებს ხშირად აქვეყნებს.

.

ანასტასია 18 წლის იყო, როცა გაიგო, რომ მამამისი კახა ბენდუქიძე იყო. ამის შესახებ მან ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა:

-18 წლის ვიყავი, როცა გავიგე, რომ კახა მამაჩემი იყო. ეს თვითონ მითხრა. ლონდონში ვიყავით სასტუმროში, შევედი მასთან ოთახში, “ადაპტორი” მჭირდებოდა. რომ მივედი და მომცა, მითხრა, აიღე, შვილოო. მე ვუთხარი, ჰო, შენ ჩემთვის ყოველთვის მამასავით იყავი-მეთქი. მე შენი მამა ვარ, ბიოლოგიურიო. შოკში ჩავვარდი. მეგონა, შენ იცოდიო, მითხრა. არა, არ ვიცოდი-მეთქი. ძალიან ვგავარ მამას. მანამდე არ მიფიქრია, რომ მას ვგავდი, ამ პუტკუნა, ულვაშიან, მელოტ კაცს. ახლა რომ ვუყურებ, ძალიან ვგავარ.

.

მგონი, ვერ ვხვდებოდი, რამდენი საინტერესო რამე შემეძლო მეკითხა. ვერ ვაფასებდი სათანადოდ ამას. იყო მამაჩემი უბრალოდ და არ ვიცოდი, რაზე შეიძლება დავლაპარაკებოდი, საქართველოს პოლიტიკაზე თუ მსოფლიო განვითარებაზე. რაღაც დებილობებზე ვლაპარაკობდით. საერთოდ არ ვიყავი მზად იმ ცხოვრებისთვის, რომელიც დამიტოვა. 25 წლის ვიყავი, როცა “თავისუფალი უნივერსიტეტის” დამფუძნებელი გავხდი და “ცოდნის ფონდის” დირექტორი. 5 რამ დამიბარა სიკვდილამდე:

გამხდარი უნდა ვიყო, ქართული უნდა ვისწავლო, უნდა მივიღო უფრო კარგი განათლება, უნდა მქონდეს ბიზნესი, რომელიც იქნება ჩემთან ახლოს და რომელიც უნდა განვითარდეს თანდათან; უნდა ვიცხოვრო ბედნიერად და ტანჯვის გარეშე გარდავიცვალო.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close